„ლიონში“ დაბრუნება მინდოდა, რადგან აქ ჩემი ისტორიის დაწერა არ დამისრულებია“ - გიორგი მიქაუტაძე

 გიორგი მიქაუტაძემ OLPLAY-სთან ინტერვიუში მშობლიურ „ლიონში“ დაბრუნებაზე, საქართველოს ნაკრებსა და რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.

 „მახსოვს, „ლიონში“ მოხვედრის ამბავი. „ჟერლანდში“ „ლიონის“ აკადემიის წინააღმდეგ ვითამაშეთ. 7 წლის ვიყავი, 4 თუ 5 გოლი გავიტანე და მოვიგეთ. კარგი გუნდი გვყავდა – სელმა ბაჩა, კაის რუისი. ამ მატჩის შემდეგ „ლიონის“ მენეჯერი ჯერ – ჩემს მწვრთნელს, შემდეგ კი ჩემს მშობლებს ელაპარაკა. საუბარი ხანმოკლე იყო და „ლიონში“ აღმოვჩნდი.

თუმცა შემდეგ მათ გუნდში არ დამტოვეს, მაგრამ არ დავნებდი, შრომა გავაგრძელე – ბავშვი წავედი და კაცად დავბრუნდი. როდესაც გუნდიდან დამიკავშირდნენ, ჩემს აგენტებს ვუთხარი, რომ „ლიონში“ გადასვლა მინდოდა, რადგან აქ ჩემი ისტორიის დაწერა ჯერ არ დამისრულებია. ამ კლუბში დაბრუნება ჩემთვის საამაყოა.

მოუთმენლად ველი ალექსანდრ ლაკაზეტთან ერთად თამაშს. მიხარია, რომ ასეთი გამოცდილი თავდამსხმელის გვერდით მომიწევს მოედანზე გასვლა. დღეს მას შესანიშნავი სახელი აქვს – მაღალი დონის ფეხბურთელია. ვიმედოვნებ, რომ ერთად ყველაფერი კარგად გამოგვივა. ლაკაზეტს ჯერ კიდევ მაშინ ვუყურებდი, როდესაც „ლიონის“ აკადემიაში ვვარჯიშობდი. ახლა კი მასთან ერთად უნდა ვითამაშო, რაც ძალიან მახარებს.

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობას რაც შეეხება, ჩემი ქვეყნის სახელით ევროპის ჩემპიონატზე თამაში ძალიან საამაყო იყო. ვცდილობდი, ამ დონის ტურნირზე თამაშით სიამოვნება მიმეღო და ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომემჟღავნებინა, რადგან ეს ის მომენტია, რომელიც შეიძლება ბევრჯერ ვერც განიცადო. ამიტომ ფეხბურთელები ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ მაქსიმალურად უნდა დავხარჯულიყავით. რა თქმა უნდა, ასეთ მატჩებში მონაწილეობა, რომელსაც უამრავი ხალხი უყურებს, საამაყოა და, ამავდროულად, დიდი სიამოვნებაა“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1725729684

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩეხებს რიგით მეორე გოლი გაუტანა - ანგარიში 2:0. მანამდე კი ხვიჩა კვარაცხელიამ 11-მეტრიანი პენალტით ანგარიში გახსნა.  თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ერ...

ჩაკვეტაძე

1725727450

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხებს გოლი გაუტანა - ანგარიში გაიხსნა. 1:0 ქართველთა სასარგებლოდ. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მამარდაშვილი...

კვარაცხელია

1725722193

ახალი ამბები

ავარია თუშეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავმზიდს ერთ-ერთი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის ანძისთვის საწვავი მიჰქონდა, რა დროსაც ის...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1725719181

სპორტი

საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს

დღეს, საქართველო - ჩეხეთის მატჩის დაწყებამდე, ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე კუთვნილ ჯილდოს მიიღებს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ვრცელდება.  გიორგი მიქა...

მიქაუტაძე

1725708925

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 31 ახალი ევროპული სახანძრო ავტომანქანა შეიძინა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თანამედროვე ევროპული სტანდარტების „ივეკო მაგირუსის“ 31 ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომელთა გადმოცემა ეტაპობრივად განხორციე...

მანქანა