„მილანის“ ინტერესს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, იტალიური მედია არ ადასტურებს

იტალიური მედია „მილანში“ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლასთან დაკავშირებულ ცნობებს გამოეხმაურა.

ზოგადი შეფასებით, ინტერესი არსებობს, მაგრამ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს ჯერ არ ადასტურებენ.

ზაფხულში „მილანს“ ბევრ ფეხბურთელთან ჰქონდა კონტაქტი. ბოლო რამდენიმე საათია, ბევრს საუბრობენ ყაზანის „რუბინის“ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე, მაგრამ როგორც ჩანს, მილანელები სხვა მიმართულებით მუშაობენ“, – ინფორმაციას sempremilan ავრცელებს.

კვარაცხელიასთან დაკავშირებით „მილანის“ იდეა, როგორც ჩანს, არ შეცვლილა: მოთამაშეს აკვირდებიან, მაგრამ ამჟამად არანაირი მოლაპარაკება და ინტერესი არ არსებობს“, – ამის შესახებ ჟურნალისტი დანიელ ლონგო წერს.

ყაზანის „რუბინის“ პრესსამსახურმა Twitter-ზე კვარაცხელიას შესაძლო წასვლაზე მასმედიაში მუდმივად გავრცელებულ ხმებზე ხუმრობით უპასუხა:

გუნდმა გამოაქვეყნა ხვიჩას ფოტო, რომელსაც ხელში მუყაოს ფირფიტა უჭირავს, სადაც წერია – „კმარა წერა, რომ სადღაც მივდივარ“.

რუსული გამოცემა Metaratings.ru- ს 25 ივლისს წერდა, რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას იტალიურ გრანდში, „მილანში“ გააგრძელებს, რაც სიცრუე აღმოჩნდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741103018

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს

 ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...

არჩილ გორდულაძე

1741099772

საზოგადოება

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება

პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...

საქართველოს პარლამენტი

1741099714

ახალი ამბები

პარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...

საქართველოს პარლამენტი

1741097078

საზოგადოება

პრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი

ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე

1741096366

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...

ირაკლი კობახიძე