„საქართველოს ნაკრები სომხეთთან შედარებით ბევრად შემდგარი გუნდია და შედეგი სამართლიანია, მეტოქემ მოგება დაიმსახურა“ - სომხეთის ნაკრების მწვრთნელი

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ'სხიპმა ერთა ლიგის პლეი-აუტში საქართველოს ნაკრებთან მატჩის (0:3) შემდეგ ისაუბრა.
„მთავარი განსხვავება ის იყო, რომ საქართველოს ნაკრები სომხეთთან შედარებით ბევრად შემდგარი გუნდია. შედეგი სამართლიანია, მეტოქემ მოგება დაიმსახურა. შეცდომები დავუშვით, რითაც მათ ისარგებლეს. 3 ინდივიდუალური შეცდომა სამ გოლად დაგვიჯდა. სომხეთის ნაკრები დღეს ასეთია.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ბურთით ძალიან კარგად თამაშობენ, ეს არის სამაგალითო გუნდი, რომლისგანაც სწავლა შეიძლება. კონკრეტულად ერთ ფეხბურთელს ვერ გამოვარჩევ, გუნდურად გამორჩეულია.
თამაშის საკვანძო მომენტებში სერიოზული შეცდომები დავუშვით, საქართველოს კი, შეუძლია მსგავსი შეცდომების გამოყენება და გამოიყენა კიდეც. ასეთი შეცდომების ფონზე რთული დადებითი შედეგის მიღწევა. ახლა ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რა ცვლილებები იქნება მომდევნო მატჩში“, - განაცხადა ტ’სხიპმა.
შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის 23 მარტს, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე გაიმართება. სწორედ ორრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვებული ითამაშებს ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B დივიზიონში, ხოლო დამარცხებული - C დივიზიონში.
1742663671
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით გლობალურ აქციას - „დედამიწის საათი“
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით საერთაშორისო კამპანიას „დედამიწის საათი“, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტის სასახლის განათება ერთი საათით გაითიშა. „დედამიწის საათი“ გლობალური...
1742661789
ახალი ამბებიშალვა ნათელაშვილი - სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია, რომლის ეკრანიდანაც არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები. იგივე ხდება „ტვ პირველზე“- ხაზარაძე ამაში მაინც მიბაძე იმ მაგარ ხალხს საიდანაც წარმოიშვი
„სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც დღე და ღამ არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები.ზუსტად იგივე ხდება ბანკირ ოლიგარქ ხაზარაძის ტვ პირველზე იმ განსხვავ...
1742659408
ახალი ამბებიირაკლი ბეროშვილი თბილისის „გრანდ სლემის" ბრინჯაოს პრიზიორია
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ირაკლი ბეროშვილმა (-81 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კანადელი ფრანსუა გოტიე დრაპუ დაამარცხა დ...
1742657736
ახალი ამბებიზაურ დვალაშვილი თბილისის „გრანდ სლემის" ბრინჯაოს პრიზიორია
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგი არნაუ არეგბა 20 წამში დაამარცხა. მე...
1742657626
ახალი ამბებიუბედური შემთხვევა ქობულეთში - კაცი სახლის სახურავიდან გადავარდა და დაიღუპა
ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, შუა ხნის კაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მეზობელს ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავზე ფეხი მოუცურდა და ჩამოვარდა. კაცი ადგილზე...