სერია A-ში ბრწყინვალე დასაწყისი აღფრთოვანებას იწვევს და გარემარბს "კვარადონაც" კი უწოდეს - BBC ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს

BBC ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ შეუძლებელია მოლოდინები იყოს იმაზე უფრო მაღალი, როცა მეტსახელს კლუბის ყველაზე საკულტო მოთამაშის სახელის მიხედვით გარქმევენ.

„შეიძლება, ხვიჩა კვარაცხელიას მოსვლას არ გამოუწვევია ისეთივე აჟიოტაჟი, როგორც დიეგო მარადონას ტრანსფერს ბარსელონადან 38 წლის წინ, მაგრამ სერია A-ში ბრწყინვალე დასაწყისი აღფრთოვანებას იწვევს და გარემარბს „კვარადონაც“ კი უწოდეს.

კვარაცხელიამ ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე, როცა შენს სახელს მარადონას გვერდით იხსენიებენ თუმცა აღიარა, რომ მას ეს მეტსახელი მოსწონს.

„მარადონასთან ახლოს ვერ მივალ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ კლუბის დიდი მოთამაშე გავხდე“, - დასძინა მან.

ოთხშაბათს, სავარაუდოდ, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე კვარაცხელიას დებიუტი შედგება, სადაც „ნაპოლი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.

კვარაცხელიას დებიუტი სერია A-ში, მარადონას მსგავსად, ვერონასთან შედგა - თუმცა არგენტინელისგან განსხვავებით, მან საკვანძო როლი ითამაშა გამარჯვებაში გატანილი გოლით და საგოლე გადაცემით.

ქართველისთვის სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდა, როდესაც მან საშინაო დებიუტში „მონცასთან“ დუბლი შეასრულა.

კვარაცხელია, ალბათ, ყველაზე დამაინტრიგებელია „ნაპოლის“ ახალწვეულებს შორის, მისი გამორჩეული ბურთის ფლობის უნარის და თამაშის სცენარის შეცვლის შესაძლებლობის გამო.

შაბათს, „ლაციოსთან“ მოგებულ შეხვედრაში, მას ცოტა დააკლდა თავისი საუკეთესო გოლის გატანამდე, „მარადონასუელი“ მოძრაობის და შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა. მატჩის მეორე ნახევარში ქართველმა მაინც შეძლო გამარჯვების გოლი გატანა“, - წერს BBC.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ვახო სანაიას გინების ვიდეოს ვინც ალაიქებს, იმათ ფრენდებში ნამდვილად არ გავაჩერებ" - ქეთი დევდარიანი

🔵მოსმენების შესახებ კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა - აშშ-ს საელჩო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740470034

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 104 წლის წინ, ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, სამი წლის წინ, ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა

104 წლის წინ, ამ ადგილზე დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობა, სამი წლის წინ, ამ ადგილზე გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშ...

შალვა პაპუაშვილი

1740469842

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები სამი წლის წინ ითხოვდნენ ხელისუფლებისგან სანქციების დაწესებას, მოხალისე მებრძოლების გაგზავნას. ჩვენ გადავრჩით ახალ ომს, ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელახლა ხელყოფას

21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში, ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან ესკალაციას, სანქციების დაწესებას და მოხალისე მებრძოლების გაგზავნას, ანუ საქართველოსგან ითხოვდნენ ომშ...

შალვა პაპუაშვილი

1740468927

სოციალური მედია

მიხეილ ყაველაშვილი - პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ თითოეულ მებრძოლს, დღევანდელი დღის ტკივილი მუდამ უნდა გვახსენებდეს, რამდენად ძვირფასია დამოუკიდებლობა

1921 წლის 25-მა თებერვალმა მძიმე კვალი დატოვა ქართველი ხალხისა და საქართველოს ისტორიაში. მტრის დიდი უპირატესობის მიუხედავად, ქართველმა მებრძოლებმა მაქსიმუმი გააკეთეს საკუთარი სამშობლოს დასაცავად, – ამ...

მიხეილ ყაველაშვილი

1740468223

ახალი ამბები

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა

დიდთოვლობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა, - აღნიშნულის შესახებ „ექსკლუზივს“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან...

 ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

1740467309

ახალი ამბები

თორნიკე რიჟვაძე - მაღალმთიან აჭარაში მიმდინარეობს გზის გაწმენდა, შეფერხებებია ელექტრომომარაგების კუთხითაც, ვმუშაობთ კოორდინირებულად

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მიმდინარეობს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე გზის გაწმენდითი სამ...

თორნიკე რიჟვაძე