შამილიშვილის ვერცხლი და მიშველიძის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში და ქართულმა დელეგაციამ პირველი მედლები მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულებსაც იძლევა, 55 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორმა წევრმა იასპარეზა.
რამინ შამილიშვილმა ატაცში მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ყველა მითითება შეასრულა, სამივე ცდა 106 / 109 /111 წარმატებით დაძლია საქართველოს ნაკრების 2024 წლის ყულაბას პირველი მედალი მოუტანა!
შამილიშვილმა აკვრაში დაძლეული 126 / 130 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 241 კილოგრამით კვლავ ვერცხლის მედალს დაეუფლა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.
გოდერძი ბერდელიძემ კი ატაცში თავი 107 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა, ძალოსანმა აკვრაში 123 კილოგრამი დაძლია და მე-8 საფეხური ერგო, ორჭიდში მოგროვილი 230 კილოგრამით კი მე-6 იყო.
61 კგ. წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა პირველ მოძრაობა-ატაცში 121 / 125 კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
მიშველიძემ აკვრაში თავი 143 / 147 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 272 კილოგრამით ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
67 კგ. წონით კატეგორიაში ფიცარნაგზე გოგა ჩხეიძე გამოვიდა. პირველ მოძრაობა-ატაცში ქართველმა ძალოსანმა 128 / 132 კგ. დაძლია და მე-9 ადგილზე გავიდა.
ჩხეიძემ აკვრაში თავი 157 კილოგრამს გაართვა და კვლავ მე-9 ადგილი ერგო, იგივე საფეხურზე აღმოჩნდა ორჭიდში მოგროვილი 289 კილოგრამითაც.
დღეს ასპარეზობაში 73კგ წონით კატეგორიაში არჩილ მალაყმაძე ჩაერთვება.
1738746600
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე მაგისტრალის გადაკეტვაზე: 2-3 დღის განმავლობაში, 24-საათიან რეჟიმში ვსაუბრობდით, რომ აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე „თბილისი მოლთან“ გამართულ აქციაზე დაკავებულებისთვის ბრალდების შეცვლას გამოეხმაურა. „2-3 დღის გა...
1738745051
მსოფლიოABC News: სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის ყველა თანამშრომლის გამოყვანაზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა მსოფლიოს მასშტაბით USAID-ის ყველა თანამშრომლის გამოყვანაზე. განუცხადა ABC News წყარომ. როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, დეპარტამენტი მიზნად ისა...
1738742501
ახალი ამბები„სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამისთვის“ მიმდინარე წელს 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული
თბილისის მერია „სოციალურად დაუცველი პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას“ განაგრძობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მის...
1738741769
მსოფლიოგრენლანდიაში 11 მარტს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ 11 მარტს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩანიშნა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც სააგენტო იუწყება, გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერმა არქტიკული კუნძულის...
1738741682
საქართველოვლადიმერ ბოჟაძე ახალ რეგულაციებზე: სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება დაიცვან საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა
სამ თვეზე მეტია ქვეყანაში მიზანმიმართულად მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისის და ეკონომიკური კრიზისის შექმნის მცდელობა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ყველა რესურსი, რათა დაიცვას საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყ...