„შესანიშნავად ითამაშა, სწორედ ეს მენტალიტეტი არის ის, რაც გვჭირდება“ - ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე

პარი სენ-ჟერმენმა ბრესტი ანგარიშით 7:0 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში გავიდა.

შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა ხვიჩა კვარაცხელიამ.

თუმცა, პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა აქცენტი მისი თამაშის სხვა ასპექტზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მენტალიტეტი გუნდში საჭიროა.

„კვარა უმაღლესი დონის ფეხბურთელია, ამაში ეჭვი არ გვეპარება. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში რთულია ისეთი ფეხბურთელების პოვნა, რომლებიც გუნდს გააძლიერებენ. მას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დრო ადაპტაციისთვის, რათა თანაგუნდელები უკეთ გაიცნოს. თუმცა, ნამდვილად სურს საკუთარი თავის დემონსტრირება, გუნდის დახმარება და 89-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 7:0-ზე იყო, დაცვაში შესანიშნავად ითამაშა - სწორედ ეს მენტალიტეტი არის ის, რაც გვჭირდება“, - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740149707

ახალი ამბები

„აუცილებელია აშშ-მა და რუსეთმა ერთმანეთში ისაუბრონ, ჩვენც მოგვიწევს რუსეთთან საუბარი დეოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩვენც გვაქვს დასაბრუნებელი ტერიტორიები“ - მაჭავარიანი

„რა თქმა უნდა, რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს, ამას ალტერნატივა, რა თქმა უნდა, არ გააჩნია და შესაბამისად, აუცილებელი არის, რომ აშშ-მა და რუსეთმა ერთმანეთში ისაუბრონ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართულ...

ლევან მაჭავარიანი

1740149240

ახალი ამბები

შსს ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც შსს-ს განცხადე...

შენობა

1740148944

მსოფლიო

კრემლმა უარყო მოსაზრება, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრორუსულ და ანტიუკრაინულ პოლიტიკას ატარებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უარყო მოსაზრება, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრორუსულ და ანტიუკრაინულ პოლიტიკას ატარებს. ჟურნალისტებმა პესკოვს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ილონ...

აა

1740146927

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი „ფრი ბიზნესის“ დამფუძნებლის მოწოდებაზე: იგივე სცენარი არ განვითარდეს, როგორიც მაქარაშვილის შემთხვევა იყო - თანხა შეაგროვა, ბუჩაში უნდა აეშენებინა საბავშვო ბაღი და ის ბაღი თვალით არავის უნახავს

„მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ, რომ იგივე სცენარი არ განვითარდეს, როგორიც მაგალითად ბატონი მაქარაშვილის შემთხვევა იყო, თუ არ ვცდები, რომელმაც მსხვილი თანხა შეაგროვა, რომ თითქოს და ბუჩაში უნდა აე...

ლევან მაჭავარიანი

1740146129

საქართველო

ლევან მახაშვილი - „ცხელმა თავებმა“ ყველა სახის იარლიყი მოგვაწებეს, უკრაინაში რუსეთის ომის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები კი ადასტურებს, რომ საქართველომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო

მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ჩვენი სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიიღო რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეფუძნებოდა საფრთხეების მასშტაბებ...

ლევან მახაშვილი