შსს ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა და აღნიშნული ქმედება ითვალისწინებს ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევის ჩამდენ პირებს განემარტებათ საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების უფლებამოსილება, რომლის შემთხვევაშიც შს სამინისტრო უზრუნველყოფს საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოების დამატებით დეტალურ გამოკვლევას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
„გვსურს გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ბოლო პერიოდში მიმდინარე შეკრება/ მანიფესტაციის მონაწილეთა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების შესახებ.
საზოგადოების დამატებით ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აღნიშნული ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ გადაცდომას და ითვალისწინებს ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ბოლო პერიოდში საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია/მანიფესტაციის მონაწილეები მიზანმიმართულად და ხელოვნურად ახდენენ რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, ისე რომ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან მუდმივად ხდება ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ პირთა იდენტიფიცირება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული სახდელის შეფარდება.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ სამართალდამრღვევს განემარტება, რომ თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო ქვითარს, უფლებამოსილია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და წარმოადგინოს მის ხელთ არსებული მტკიცებულებები. საჩივრის განხილვის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოების დამატებით დეტალურ გამოკვლევას და საჩივარზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
1740169538
სპორტიმადლობა გულშემატკივარს, მათ მოიგეს ეს თამაში და საქართველომ დაიმსახურა ეს ყველაფერი - დუდა სანაძე
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. დანიასთან გადამწყვეტი მატჩის მოგების (62:60) შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა კომენტარი გააკეთეს. „რა თქმა უნდა, ემოციების...
1740168754
საქართველოროგორი ამინდი იქნება 22 თებერვალს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
22 თებერვალს, საქართველოს უმეტეს ქალაქში თოვლია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -13 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +3 - უ...
1740166997
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს
საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლო...
1740164856
ახალი ამბებისაქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ ტურში ანდორა დაამარცხა
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში ანდორის ნაკრები თბილისში 2:1 დაამარცხა. „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს დ...
1740164718
ახალი ამბებისაქართველოს ნაკრებმა თბილისში დანია დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი თბილისში დანიის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა, მეტოქე 62:60 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური...