თემურ ნოზაძემ თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

დღეს თბილისში სტარტი აიღო ძიუდოში გრანდ სლემმა, სადაც პირველ საჭიდაო დღეს საქართველოს სახელით 14-მა ძიუდოისტმა იასპარეზა.
- 66 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე აბრექ ნაგუჩევს დაუპირისპირდა. ბრძოლა ნაგუჩევის უპირატესობით წარიმართა და მისივე გამარჯვებით დასრულდა.
ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ლაშა ნადირაძეს, რომელიც უზბეკ აბუბაქარ ნუთფულოევს დაუპირისპირდა და გაფრთხილებების ხარჯზე დამარცხდა.
60 კგ წონით კატეგორიაში მედლამდე ცოტა დააკლდა თორნიკე მაზიაშვილს, რომელიც ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ჯერ ნახევარფინალი წააგო და შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაც.
საქართველოს კიდევ ორი მედლის მოპოვების შანსი აქვს: ცოტა ხანში ტატამზე ეთერ ლიპარტელიანი გავა, რომელიც ფინალში ფრანგ მარტა ფავაზას დაუპირისპირდება, ხოლო ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის ნინო ლოაძე იბრძოლებს.
1742663671
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით გლობალურ აქციას - „დედამიწის საათი“
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეუერთდა გარემოსდაცვით საერთაშორისო კამპანიას „დედამიწის საათი“, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტის სასახლის განათება ერთი საათით გაითიშა. „დედამიწის საათი“ გლობალური...
1742661789
ახალი ამბებიშალვა ნათელაშვილი - სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია, რომლის ეკრანიდანაც არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები. იგივე ხდება „ტვ პირველზე“- ხაზარაძე ამაში მაინც მიბაძე იმ მაგარ ხალხს საიდანაც წარმოიშვი
„სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც დღე და ღამ არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები.ზუსტად იგივე ხდება ბანკირ ოლიგარქ ხაზარაძის ტვ პირველზე იმ განსხვავ...
1742659408
ახალი ამბებიირაკლი ბეროშვილი თბილისის „გრანდ სლემის" ბრინჯაოს პრიზიორია
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ირაკლი ბეროშვილმა (-81 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კანადელი ფრანსუა გოტიე დრაპუ დაამარცხა დ...
1742657736
ახალი ამბებიზაურ დვალაშვილი თბილისის „გრანდ სლემის" ბრინჯაოს პრიზიორია
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგი არნაუ არეგბა 20 წამში დაამარცხა. მე...
1742657626
ახალი ამბებიუბედური შემთხვევა ქობულეთში - კაცი სახლის სახურავიდან გადავარდა და დაიღუპა
ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, შუა ხნის კაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მეზობელს ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავზე ფეხი მოუცურდა და ჩამოვარდა. კაცი ადგილზე...