24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 2 სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა და 11 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 2 სარაკეტო და 25 საავიაციო დარტყმა და 11 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
გენშტაბის ცნობითვე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის იერიშები წარმატებით მოიგერიეს დონეცკის ოლქის 7 დასახლებულ პუნქტთან: ბახმუტთან, ბახმუტსკოესთან, ზაიცევოსთან, ვოდიანოესთან, კრასნოგოროვკასთან, ბეზიმიანნოესა და ნოვოგრიგორიევკასთან.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგე ახდენს ძალისხმევის კონცენტრირებას დონეცკის ოლქის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დასამყარებლად, დროებით მიტაცებული რაიონების შესანარჩუნებლად და სხვადასხვა მიმართულებით უკრაინელი სამხედროების შეტევის ჩასაშლელად.
უკრაინის შეიარაღებული ძალები სექტემბრის დასაწყისიდან გადავიდნენ ინტენსიურ კონტრშეტევაზე ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სექტემბრის პირველი რიცხვებიდან უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს 6 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია და წინსვლას განაგრძობენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵13 სექტემბერს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში იწვიმებს - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1745069640
ახალი ამბები20-21 აპრილს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება, აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ
თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს...
1745067253
ახალი ამბებიმეუფე იაკობი: შევეცადოთ, რომ არ გავყიდოთ ქრისტე, არ გავყიდოთ ჩვენი მართლმადიდებლობა არაფრის გამო, არც თანამდებობის, არც ფულის გამო
დიდი შაბათის ცისკრის მსახურება შეასრულა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმაც. მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა და საქართველოში და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. „იმით ვარ ბედნიერი, რომ ძველი აღთ...
1745064932
ახალი ამბებიაღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. „19 აპრილის 23:00...
1745063057
ახალი ამბებიიერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი ათასობ...
1745062253
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:50 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწის...