"ატომური ელექტრო სადგურისთვის ცეცხლის გახსნით პუტინს საკუთარი თავის, რუსეთის და ევროპის განადგურება არ სურდა, ამ ქმედების უკან ორი ჩანაფიქრი იყო - მოკლე და გრძელვადიანი" - რა წერს ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში, რუსეთ-უკრაინის ომს ეხმიანება და პუტინის მიერ ბირთვული იარაღს გამოყენების შესახებ ანალიტიკურ - ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
"ატომური ელექტრო სადგურისთვის ცეცხლის გახსნით პუტინს საკუთარი თავის, რუსეთის და ევროპის განადგურება არ სურდა.
ფაშისტური რუსეთის ამ უპასუხისმგებლო ქმედების უკან ორი ჩანაფიქრი იყო - მოკლე და გრძელვადიანი.
მოკლე ჩანაფიქრი უკრაინის ელექტროენერგიის გარეშე დატოვებას გულისხმობდა, გრძელი კი მსოფლიოს შეშინებას.
ენერგოდარის სადგურზე წავიკითხე ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა ჩემი კომპეტენციის ფარგლებში წამეკითხა, მათ შორის რუსი „ატომშიკების“ შეფასებებიც.
პრინციპში, ყველაფერი ბლეფის კლასიკური მაგალითით წარიმართა - როდესაც ბლეფის ავტორს გათვლილი აქვს შიშის ფაქტორიც და თავისი ქმედებაც, თუ სადამდე მივიდეს, რომ შიშიც დათესოს და თავიც არ დაიზიანოს - ზაპოროჟიის ატომური ელექტროი სადგური ევროპაში ყველაზე დიდია.
ის წარმოებაში ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ გაეშვა (1989 წელს ჩართული იყო 4 რეაქტორი, 1995 წელს დაემატა 6) და ინჟინრებმა ტრაგიკული გამოცდილებით, ყველა შესაძლო რისკი გათვალეს - მიწისძვრის, ხანძრის, აფეთქების ჩათვლით.
ჩვენთვის უღრან ბირთვული ფიზიკის დეტალებში არ შევალ, მოკლედ ვიტყვი რომ უსაფრთხოების რამდენიმე დონიანი სისტემა მთელ სადგურს თიშავს და რადიაციული ელემენტების საიმედო იზოლირებას ახდენს - თუ მაინცდამაინც, ვაკუუმური თერმობარული რაკეტების სერია არ მოხვდა, გაჟონვა და ბირთვული აფეთქება გამორიცხულია.
პრობლემა ისაა რომ ასე, ავარიულად გამორთული სადგურის ჩართვა მინიმუმ ერთი კვირის მერე შეიძლება.
ახლა, ვნახოთ რა ქნა ფაშისტური რუსეთის ბატალიონმა: გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ისინი მიზანმიმართულად ესვრიან ცეცხლგამჩენ ტყვიებს მხოლოდ ერთ კორპუსს.
ეს არაა არც გამაგრილებელი და არც მართვის სისტემა, სადგურის ყველაზე საშიში ადგილები.
ეს საექსპერიმენტო-სასწავლო კორპუსია, სადაც სიმძლავრეები იზომება და იგეგმება, წარმოებაში ჩაშვებამდე.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთელი ეს კორპუსი ცეცხლში გაეხვა და სადგური ავტომატურად გამოირთო, რუსმა ფაშისტებმა უკრაინელ მეხანძრეებს ჩაქრობის საშუალება მისცეს.
უკრაინის დიდ ნაწილს სწორედ ეს სადგური ამარაგებდა ენერგიით.
თუ გავითვალისწინებთ, რომ პუტინი მანამდე მაკრონს ელაპარაკა და გვარიანადაც შეაშინა, როგორც ჩანს, ეს „თავის მოგიჟიანება“ პუტინის გეგმის ნაწილი იყო.
მისი ჯარები დემორალიზებულია, სამოქალაქო შენობების დაბომბვამ უკრაინა ვერ გატეხა - პირიქით, შეტევაზე გადავიდნენ.
პუტინი აშკარტად პანიკაშია - ხალხი ქვეყნიდან გარბის, ის ხურავს დარჩენილ ორ მედია საშუალებას - დოჟდს და ეხო მასკვის.
აბსოლუტურად ყველა სფერო სანქციის ქვეშაა, უკვე მის კატასაც კი სანქცია ადევს და დღეს უკვე გაძლება უკრაინაზე მეტად რუსეთს უჭირს.
ბირთვული მზადყოფნის გამოცხადებამ და მოსკოვში ვითომ „შემთხვევეით გადაღებულმა“ და სოც ქსელებში „გაჟონილმა“ ჟანგიანი ქობინების გამოგორებამ შედეგი არ გამოიღო - დასავლეთი არ შეშინდა.
გუშინ ზელენსკიც და პუტინიც ატომური აფეთქების საფრთხით ცდილობდნენ ევროპა-ამერიკის შეშინებას, სხვადასხვა მოტივებით:
ზელენსკი ამბობდა, გიჟია ეს დედამო**ნული, ევროპას გაანადგურებს, დამიჭირეთ მხარი, უკრაინის ჰაერი მაინც დაკეტეთო, პუტინი ამბობდა(საქციელით) ხომ ხედავთ, გიჟი ვარ, გამო**ევებული ჯარი მყავს, უკან დამხევი არ ვარ, მოხსენით სანქციები და შეეშვით უკრაინას, თან უთხარით დამნებდესო.
ასე რომ, ბლეფი - რისკების გათვლის ხელოვნებაა და არა სიგიჟე...
სხვათა შორის, ბოლო 4-5 დღეა, ამერიკის მაღალ პოლიტიკურ და სადაზვერვო წრეებში სერიოზულად ეჭვობდნენ პუტინის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ამბავმა მოგვიანებით პრესაშიც გაჟონა, მაგრამ პუტინი იმდენი ხანია ხელისუფლებაშია რომ ამერიკაში უკვე მისი ქცევის შემსწავლელი ინსტიტიტუციები არსებობს.
სიენენის ინფორმაციის თანახმად, „პუტინის სპეციალისტების“, ფსიქოლოგებისა და დაზვერვის ერთობლივი ანალიზით, პუტინი სავსებით სრულ ჭკუაზეა და სულაც არ შეშლილა- უბრალოდ, ზოგიერთ მის საჯარო გამოსვლაში „თავის ასეთად მოჩვენების“, ანუ მოგიჟიანების ელემენტები იკვეთება - ასე ხომ ბევრად ადვილია კრასანზე გაზრდილი ფრანგი თუ გერმანელი, მშვიდობის მოყვარე პოლიტკოსებისა და მისი ისთებლიშმენტის შეშინება.
ზაპოროჟიის სადგურის ხანძარს ლავროვის ირონიული გამოსვლა მოჰყვა (ას ვთვაათ, „აზრზე მოდით ბიჭო, ვის ეომებით“ მაგრამ როგორც ჩანს კაგებე კიდევ ერთ მცდარ გათვლას აკეთებს:
პოლიტიკაში დაბერებულ და გამობრძმედილ ბაიდენზე არაფერს ვამბობ (ისე, „მძინარე ჯოს“ იმიჯმა რუსები მაგრად წამოიკიდა) კურასანა ევროპელი პოლიტიკოსები და ამომრჩევლებიც ერთი შეხედვით, გამოუსწორებელი პაციფისტები არიან, მაგრამ თავს კარგავენ, თუ გააცნობიერეს რომ ვინმე სულელად თვლის და მანიპულირებას ცდილობს - ბოლო დღეებში შოლცისა და ევროკავშირის გაცოფება ამის დასტურია.
ასე რომ ცხადია, ვიღაცები ევროპაშიც ავარდებოდნენ პუტინის ბლეფზე, მაგრამ ჯერჯერობით, ყველაზე დიდი შედეგი პუტინის ამ ბლეფს ქართულ ფეუსბუკზე ჰქონდა - ოცნების მხარდამჭერი ქალების(ანუ თვითონ ოცნების) განწირული ხავილი სრულიად გასაგები იყო
„რაა გინდაათ, უნდა დაგვხოცოს ყველააა?? ვიყოთ მონები, რა უჭირს. ამერიკის მონები ვიქნებით თუ რუსეთის, რა მნიშვნელობა აქვს“ - ეწერა პოსტებში და ეს სრულიად სიმპტომატურია რუსული ნარატივის გავრცელებისთვის.
დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორც ფილმ „ნეიულონის ნაძვისხეში“ ქალი რომ პანიკაშია - მოწიოს!
ხალხო, არა უშავს, ხომ ხედავთ გიჟია და მწეველი პერსონაჟიც მაქსიმალურად იგიჟიანებს თავს... ასე რომ, შემზარავი არაფერი ხდება - უბრალოდ, ჩვენ ვხედავთ, როგორ ცარიელდება პუტინის დემაგოგიური და ბლეფური არსენალი.
ბლეფისთვის ატმოურ სადგურს მხოლოდ ფაშისტური რუსეთის უპასუხისმგებლო და უტიფარი რეჟიმი თუ გამოიყენებდა...
რა იქნება შემდეგი? ვშიშობ, რომ ეს თერმობარული “ტოზ“ სერიის რაკეტების საჩვენებელი გასროლა იქნება უკრაინაში.
მართალია, ამ სერიის ყველაზე თანამედროვე ვერსია რუსებმა რომელიღაცა სოფლის ტალახში მიაგდეს, მაგრამ war tracker-ების ინფორმაციით, რამდენიმე ერთეული ასეთი სისტემისა ჯერ კიდევ მათ ხელშია", - წერს გრძელიშვილი.
უკრაინაში რუსულმა ჯარმა დღეს დილით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავა, რომელსაც ევროპაში უკვე ბირთვული ომით ტერორი უწოდეს.
სხვა სიახლეები:
1740810738
მსოფლიო„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...
1740809203
ახალი ამბები„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი
„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...
1740774385
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...
1740773270
მსოფლიომარკო რუბიო ტრამპს: მადლობა იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესებს იცავთ - ამერიკა თქვენთანაა!
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ მედიაში ეხმაურება. „მადლობა, პრეზიდენტო, იმისთვის, რო...
1740773148
მსოფლიოთეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვ...