აზოვის ბატალიონის და 36-ე არმიის მეთაურები ტყვეობიდან დაიხსნეს

აზოვის ბატალიონის და 36-ე არმიის მეთაურები ტყვეობიდან დაიხსნეს.
ტყვეთა გაცვლის ფარგლებში თავისუფალია მარიუპოლის მცველი რამდენიმე ათეული მეომარი, მათ შორის აზოვის ბატალიონის მეთაური დენის პროკოპენკო, მისი მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი (კალინა) და 36-ე ქვეითი ბრიგაფის ხელმძღვანელი სერჰი ვოლინსკი.
მოგვიანებით გავცელებული ინფორმაციით, გათავისუფლდა 215 უკრაინელი ტყვე, სანაცვლოდ რუსეთს გადაეცა ვიქტორ მედვედჩუკი და კიდევ 55 რუსი ჯარისკაცი.
"ჩვენ გავცვალეთ 200 გმირი მედვედჩუკზე, რიმელმაც უკვე ყველა საჭირო ჩვენება მოგვცა. აზოვსტალის 5 მეთაური კი 55 რუს ტყვეზე, რომლებსაც ჩვენთვის არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ". - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა.
ტყვეთა გაცვლის მოლაპარაკებებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხელმძღვანელობდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აზოვის ბატალიონის 5 მეთაური, უსაფრთხოების მიზნით, ომის დასრულებამდე თურქეთში, ერდოღანის პროტექციის ქვეშ დარჩება.
ქალაქი მარიუპოლი რუსების ალყაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში მოექცა. ასობით მებრძოლმა და სამოქალაქო პირმა აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანას შეაფარა თავი, რომლის აღებასაც რუსეთი არაერთი კვირის განმავლობაში ცდილობდა.
აზოვის ფოლადის ქარხანას 3 თვის განმავლობაში აზოვის ბატალიონი და 36-ე ქვეითი ბრიგადა იცავდა. ეს ერთადერთი ადგილი იყო მარიუპოლში, რომელსაც უკრაინა აკონტროლებდა. რუსეთის არაერთი შეტევის შემდეგ, 2022 წლის 21 მაისს, მარიუპოლის მცველებმა ბრძოლა შეწყვიტეს, ვინაიდან ბლოკადის და მუდმივი შეტევის პირობებში საომარი მოქმედებების გაგრძელება შეუძლებელი და უშედეგო იყო.
მარიუპოლის მცველები რუსეთის ტყვეობაში იყვნენ. დღევანდელ დღემდე უკრაინამ რამდენიმე ათეული ტყვე რამდენიმე ეტაპად გამოიხსნა. დაიბრუნეს 250-ზე მეტი ცხედარიც.
რაც შეეხება ვიქტორ მედვედჩუკს - ის უკრაინას რადას პრორუსი დეპუტატი და პუტინთან დაახლოებული პირია.
მედვედჩუკი უკრაინელებმა 12 აპრილს დააკავეს.
ვიქტორ მედვედჩუკი წლების განმავლობაში ატარებდა პუტინის ინტერესებს უკრაინაში. ვლადიმირ პუტინი მისი შვილის ნათლიაა.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობდა, მედვედჩუკი ჯერ დნესტრისპირეთში გადაეყვანა, შემდეგ კი - მოსკოვში. თუმცა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაქცეული დეპუტატი გზაში, კიევის რეგიონიდან გამგზავრებისას დააკავა.
დაკავების შემდეგ, 18 აპრილს მან პუტინს და ზელენსკის ტყვეებში გაცვლის თხოვნით მიმართა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"კიდევ ერთი უნიჭიერესი ადამიანი წავიდა, წავიდა და წაიღო ჩემი გული" - გურამ შეროზია
🔵რუსეთში საომარი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე სულ მცირე 370 ადამიანი დააკავეს - მედია
1745069640
ახალი ამბები20-21 აპრილს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება, აღნიშნული ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ
თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს...
1745067253
ახალი ამბებიმეუფე იაკობი: შევეცადოთ, რომ არ გავყიდოთ ქრისტე, არ გავყიდოთ ჩვენი მართლმადიდებლობა არაფრის გამო, არც თანამდებობის, არც ფულის გამო
დიდი შაბათის ცისკრის მსახურება შეასრულა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმაც. მეუფე იაკობმა მრევლს ქადაგებით მიმართა და საქართველოში და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. „იმით ვარ ბედნიერი, რომ ძველი აღთ...
1745064932
ახალი ამბებიაღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს. „19 აპრილის 23:00...
1745063057
ახალი ამბებიიერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III-მ გამოიტანა. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი ათასობ...
1745062253
ახალი ამბებისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:50 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწის...