"ჩემო პატარა ბიჭო"- ტრაგიკული სურათის მძიმე ისტორია

16 წლის ილია ხუთშაბათს დილით, მარიუპოლის ქუჩაში მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა, რა დროსაც სრულიად მოულოდნელად განგაშის სირენის ხმა გაისმა და შეშინებული ბავშვები თავის დასაცავად გაიქცნენ.
რუსული არმიის მიერ გასროლილმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ, რამდენიმე წუთში დაასრულა 16 წლის ილიას სიცოცხლე. მძიმედ დაშავდნენ მისი მეგობრებიც, შესაძლოა ზოგიერთ მათგანს კიდურების ამპუტაცია დასჭირდეს.
ტრაგიკული რეალობის ამსახველი კადრი, რომელიც მსოფლიოს ნახა Associated Press-ის ფოტოგრაფს ევგენი მალოლეტკას ეკუთვნის. ფოტოგრაფმა საავადმყოფოს დერეფანში, კამერის ობიექტივში, 16 წლის ბიჭის მამა დააფიქსირა, რომელიც უკანასკნელად იხუტებდა და ხმამაღლა დასტიროდა შვილის უსიცოცხლო სხეულს. " ჩემო პატარა ბიჭო" - იყო განწირული მამის სიტყვები, აღნიშნავს ფოტოგრაფი.
ფოტოგრაფმა ტელეგრამით გადმოსცა ის ვითარება რაც მის თვალწინ ხდებოდა. " საავადმყოფოში მოსული მანქანის უკანა კარებიდან ორი მოზარდი გადმოიყვანეს. ილია უკვე გარდაცვლილი იყო. არტიომს და მის მეგობარ დავითს კი ფეხები ისე ჰქონდათ დაზიანებული, რომ ვერ ავღწერ. ასეთი დაზიანების დროს ძალიან ძნელია ამპუტაციას გადაურჩე"
„მოგვიანებით „გრადის“ მრავალსარაკეტო სისტემით, ეს საავადმყოფოც დაიბომბა . დაიბომბა მეზობელი სახლებიც. იქ მყოფ ადამიანებს თავის დასაცავად, ხშირად უწევდათ იატაკზე "დავარდნა"- ამბობს ფოტოგრაფი.
ასევე საინტერესოა
🔵ზელენსკი: პოლონეთთან საზღვარი აღარ გვაქვს - იმიტომ, რომ ერთად ვართ სიკეთის მხარეზე
🔵ალა პუგაჩოვამ ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა
🔵უკრაინის მხრიდან, მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი, მოღალატე აღმოჩნდა
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...