“იტალია, საფრანგეთი და გერმანია პატარა უკრაინელ ონკოლოგიურ პაციენტებს მიიღებენ” - ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი ავრცელებს ინფორმაციას, საიდანაც ვიგებთ, რომ უკრაინელი მცირეწლოვანი ონკოლოგიური პაციენტები, რომლებიც ყოველდღიურად რუსული დაბომბვების შიშში ცხოვრობდნენ, მკურნალობას ევროპაში გააგრძელებენ:

"პატარა უკრაინელი ონკოლოგიური პაციენტები, ჯერ კიდევ გუშინ, საავადმყოფოების სარდაფებში ემალებოდნენ ბომბებს. ახლა პოლონეთის საზღვარს კვეთენ. ვერცერთი აგრესორი შეუშლის ხელს, რომ გაიმარჯვონ დაავადებაზე.

რამდენიმე დღეა, უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ვმუშაობ ამ საკითხზე და უბედნიერესი ვარ, რომ შევძელით და ბავშვები უსაფრთხოდ გაივლიან მკურნალობას," - წერს ოლენა ზელენსკა.

ბავშვები ჯერ ლეოპოლის სპეციალიზებულ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო შემოწმების შემდეგ, მათი ავამდყოფობის ისტორიები და ანკეტები, სხვადასხვა ენაზე ითარგმნება. აქედან მათ პოლონეთში, სპეციალურად გამზადებულ ჰაბში გადაიყვანენ, საიდანაც მოხდება ბავშვების ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილება. 

ნაწილი პოლონეთში დარჩება სამკურნალოდ, ნაწილს კი იტალია, გერმანია და საფრანგეთი მიიღებს. ამ ეტაპზე საუბარია 73 ბავშვზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740826776

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში

„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...

 ტულსი გაბარდი

1740825221

ახალი ამბები

„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

1740823630

ახალი ამბები

„სამწუხაროდ, დღესაც მიმდინარეობს გარკვეული ძალებისგან მუქარები“ - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოს ხელისუფლებაზე მუდმივად მიმდინარეობდა შანტაჟი და მუქარა, რაც, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება. ამის შესახებ მან საქართვ...

კახა კალაძე

1740822105

მსოფლიო

„ლელოს“ ლობისტი ამერიკაში: დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო - ბევრი ადამიანი ისმინებოდა შეურაცხმყოფლად, მაგრამ მათ შორის ზელენსკი არ იყო

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო“, - წერს სოციალუ...

მელორ წიფურია

1740820052

ახალი ამბები

გურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...

გურიის რეგიონი