ხარკოვში შეტაკებებს 20 წლის უკრაინელი სპორტსმენი ემსხვერპლა

"20 წლის უკრაინელი სპორტსმენი ევგენი მალიშევი ხარკოვში შეტაკებებს ემსხვერპლა", - ინფორმაციას ბიატლონის უკრაინული ფედერაცია ავრცელებს.
"ორი წლის წინ, ბიატლონისტმა იუნიორთა ნაკრებთან ერთად ვარჯიში დატოვა და ამჟამად ის,უკრაინის სამხედრო ძალებში საკონტრაქტო სამსახურში იმყოფებოდა", - აღნიშნავს სპორტული ფედერაცია.
ხარკოვის მთავარ - "თავისუფლების მოედანზე" სარაკეტო იერიში გუშინ 1 მარტს მიიტანეს. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი.
ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დანაშაულზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხარკოვში საცხოვრებელ სახლებზე იერიშის დროს კასეტური ბომბი იქნა გამოყენებული.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიან ომს ატარებს. დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ათეულობით ბავშვი.
უკრაინაში შეჭრის მეექვსე დღეს რუსეთის ძალები უფრო ინტენსიურად უტევენ ქალაქებს. მათ დაბომბეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი კიევში და ხარკოვში, რასაც სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა კიდევ ათობით პირი.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ძალებმა შეანელეს რუსეთის არმიის წინსვლა, ოკუპანტებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინის ქალაქ ხერსონის რკინიგზის სადგური და მდინარის პორტი.
ამავე თემაზე:
🔳 "დილა კიევში განგაშის სირენების ჩართვით დაიწყო" - რა ვითარებაა უკრაინაში ომის დაწყებიდან მე-7 დღეს
🔳 რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ქალაქ ხერსონის რკინიგზის სადგური და მდინარის პორტი დაიკავეს
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...