"დილა კიევში განგაშის სირენების ჩართვით დაიწყო" - რა ვითარებაა უკრაინაში ომის დაწყებიდან მე-7 დღეს

რა ვითარებაა უკრაინაში ომის დაწყებიდან მე-7 დღეს - დილა კიევში განგაშის სირენების ჩართვით დაიწყო.
🔵 ხერსონის მერმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები ქალაქში დადიან, ისმის აფეთქებების ხმა - აიღეს მდინარის პორტი, რკინიგზის სადგური და რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა.
🔵 რუსეთის ჯარებმა დაიკავეს სუმის რეგიონის ქალაქი ტროსტიანეც. სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სამი რუსული კოლონა ქალაქში სხვადასხვა მხრიდან შევიდა და მთლიანად დაიკავა.
🔵 ჟიტომირში საცხოვრებელ რაიონში განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.
🔵 უკრაინის აღმოსავლეთით დაახლოებით 40 ათასი ადამიანი დარჩა საკვებისა და სინათლის გარეშე - ქალაქ ვოლნოვახაში, სარტანასა და ტალანოვკაში. აქ აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსეთის არმია არ იძლევა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საშუალებას.
🔵 უკრაინის დაზვერვა აცხადებს, „ბელორუსის ჯარები მზადყოფნაში არიან და რაც შეიძლება ახლოს არიან უკრაინის საზღვართან“.
🔵 აშშ დაკეტავს თავის საჰაერო სივრცეს რუსული ავიახაზებისთვის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესში გამოსვლის დროს განაცხადა.
🔵 Apple-მა შეაჩერა პროდუქციის გაყიდვები და შეზღუდა Apple Pay-ის გამოყენება რუსეთში.
წყარო: ჯემნიუსი
სხვა სიახლეები:
🔺 „მაიმუნი უმადური“ - რას წერს ზელენსკიზე თეა წულუკიანის ქმარი ნუგო კაკულია?!
1741011697
მსოფლიოგერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...
1741010539
მსოფლიოტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...
1741006710
ახალი ამბები„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი
ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...
1741005544
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...
1741003361
საზოგადოებაეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა
კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მიუძღვნა. საქართველოს ეროვ...