მარიუპოლის დრამატული თეატრის თავშესაფარმა საჰაერო დარტყმას გაუძლო - ხალხი გადარჩა

უკრაინის სახალხო დეპუტატი სერხი ტარუტა ამბობს, რომ მარიუპოლის დრამატული თეატრის თავშესაფარმა გაუძლო საჰაერო დარტყმას, ხალხი გადარჩა.
ამის შესახებ მის, ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"გაურკვევლობის საშინელი ღამის შემდეგ, ომის 22-ე დღის დილით, საბოლოოდ კარგი ამბავი მარიუპოლიდან!", - დაწერა მან.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამაც დაადასტურა.
"შენობამ გაუძლო სუპერძლიერი საჰაერო ბომბის ზემოქმედებას, ახლა მიმდინარეობს მუშაობა სარდაფის განბლოკვის მიზნით.
იქიდან ცოცხლები მოზრდილები და ბავშვები გამოდიან", - განაცხადა დენისოვამ და იქვე დასძინა, რომ, თეატრის ნანგრევებში დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
დენისოვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შენობაზე საჰაერო თავდასხმა, რომელსაც ყველა მხრიდან წარწერები ჰქონდა "ბავშვები" არის გენოციდი და საშინელი დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.
ცნობისთვის, 16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა მარიუპოლში დრამატული თეატრის შენობა დაბომბა, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. ბომბის თავშესაფარში შესასვლელი ნამსხვრევებით იყო გადაკეტილი.
სხვა სიახლეები:
🔵 "სომხეთი მზადაა გახსნას საზღვრები მეზობელ თურქეთთან" - სომხეთის საგარეო უწყება
🔵 "აი, რა სურს რუსეთს უკრაინისგან" - რა ინფორმაციას აქვეყნებს გიორგი ჭიბოშვილი
1741077851
ახალი ამბებიერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება
2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდ...
1741075487
საზოგადოებასაქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 15.4 პროცენტით, ზეთი გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რ...
1741074777
მსოფლიოCNN: ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს
ჩინეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ამერიკულ საქონელზე საპასუხო გადასახადებს დააწესებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკ...
1741073722
მსოფლიოდონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ - The Hill
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დარელ ისამ განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერ, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი კონგრესმენის პოსტზ...
1741073286
ახალი ამბებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...