"სომხეთი მზადაა გახსნას საზღვრები მეზობელ თურქეთთან" - სომხეთის საგარეო უწყება

"სომხეთი თურქეთთან სიტუაციის დასტაბილურებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მომხრეა", - ამის შესახებ თურქულ გამოცემა Anadolu Agency-სთან ინტერვიუში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა.

ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.

სომხეთის საგარეო მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა გახსნას საზღვრები მეზობელ თურქეთთან.

"მე ანტალიაში ჩამოვედი რათა მივიღო მონაწილეობა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში და კიდევ ერთხელ დავაფიქსირო სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების პოლიტიკური ნება, რომ მივაღწიოთ ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას.

სომხეთი მზადაა დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები და გახსნას საზღვრები.

მე მოხარული ვარ, რომ ჩემი თურქი კოლეგისგან მოვისმინე, რომ არის მათი მხრიდანაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება.

საზღვრებს გახსნას ექნება თავისი პოზიტიური გავლენა ორ ქვეყანას შორის კავშირებზე, ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ადამიანებს შორის კონტაქტსა და მთლიანობაში რეგიონში სტაბილურობაზე", - განაცხადა მირზოიანმა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პროცესის დადებითად განვითარების შემთხვევაში მოსალოდნელია განმეორებითი დიპლომატიური ვიზიტები.

თურქეთის  საკურორტო ქალაქ ანტალიაში 3-დღიანი დიპლომატიური ფორუმი გაიმართა, სადაც სომხეთის საგარეო მინისტრმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთად ქვეყნებს შორის ურთიერთობის დასტაბილურების ნაბიჯები განიხილა.

ეს ბოლო ათწლეულში თურქეთსა და სომხეთს შორის პირველი მაღალი დონის დიპლომატიური შეხვედრა იყო.

სხვა სიახლეები:

🔵 800 ანტისაზენიტო რაკეტა, 9000 ყუმბართმტყორცნი, ე.წ კამიკაძე დრონები - აშშ უკრაინას 800 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს

🔵 ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი ტყვეების სანაცვლოდ გაათავისუფლეს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737110576

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ზაგულბას სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მ...

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა

1737109588

ახალი ამბები

კახა კალაძე: მე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და სხვებისგან განსხვავებით, სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს მქონია, არც რუსეთის მოქალაქე ვარ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვს და სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს ჰქონია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. კითხვაზე, მოგზაურობის დროს მხოლოდ საზ...

კახა კალაძე

1737105236

ახალი ამბები

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ბაქოში მიწის ნაკვეთი დაათვალიერეს, სადაც საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობა აშენდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 3450 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ბაქოს ცენტრალურ უბანში, საქართველოს, საელჩოს შენობისთ...

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმ

1737104747

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი მოსკოვში ჩავიდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ირანის პრეზიდენტს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი სერგეი ცივილევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო და...

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა

1737102962

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში

„საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში ჩვენი პარტნიორებისთვის სტაბილურობის და უსაფრთხო დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში“, - ამის შესახებ საქართველო...

 ირაკლი კობახიძე