ოფიციალურად გაემიჯნეთ, ქვეყანას რომლის ხელმძღვანელობაც უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადის - უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

უკრაინის საგარეო უწყება, ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს, საჯაროდ გაემიჯნოს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოსთვის სავაჭრო სანქციების ნაწილის გაუქმებას ეხება.
"უკრაინაში ყურადღება გაამახვილეს ინფორმაციაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთვის სავაჭრო სანქციების ნაწილის გაუქმებას ეხება.
მივიჩნევთ, რომ რუსეთის ფედერაციამ მსგავსი გადაწყვეტილება იმ პირობებში მიიღო, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მზად არ არის, მხარი დაუჭიროს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ ახალ სანქციებს.
მაშინ როდესაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე სარაკეტო დაბომბვას ახორციელებენ და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვებს, აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება.
მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, საჯაროდ გაემიჯნოს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის ხელმძღვანელობაც უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადის და საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.
რუსულ კომპანიებთან ბიზნესის კეთება, რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი ომის გასაგრძელებლად დამატებით რესურსებს აძლევს. ნებისმიერი ფინანსური სარგებელი კი მოკლული უკრაინელი მოქალაქეების სისხლითა გაჟღენთილი.
2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის გამო, ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, კარგად იცის ომის საშინელების შესახებ, რომლის გავლაც უკრაინელებს ახლა უწევთ.
სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლებას ეს ყველაფერი დაავიწყდა და ახლა ცდილობს, რომ მომენტი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵38 ბავშვი დაიღუპა, 71 - დაშავდა უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად - უკრაინის სახალხო დამცველი
🔵უკრაინის გენერალური პროკურატურა თინა კანდელაკის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას გეგმავს
🔵არ ვაპირებთ რუსულ ბაზარზე პროდუქტის გატანას - "რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია"
1741103018
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს
ჩვენ ვიღებთ იმ მოდელს, რომელიც მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და თუ ბრიტანელ ხალხს შეუძლია თავისი უფლებები დაიცვას, ანალოგიურად, ჩვენც გვაქვს უფლება ვიცავდეთ ჩვენს უფლებებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კ...
1741099772
საზოგადოებაპარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელთა თანახმად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციათა მონაწილეობა სავალდებულო აღარ იქნება
პლენარულ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საჯარო...
1741099714
ახალი ამბებიპარლამენტმა „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და 83 ხმით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის თანახმ...
1741097078
საზოგადოებაპრემიერი: ლატვიის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელებით რუსეთის ფედერაციასთან - ხელის გულზე დევს ორმაგი სტანდარტი
ლატვიის პრეზიდენტმა პირდაპირ მოითხოვა ჩვენგან სანქციებზე მიერთება, ასევე, ამ დროს, ლატვია და ლიეტუვა, რომლებიც საერთოდ არ არიან ღვინის მწარმოებელი ქვეყნები, რამდენჯერმე მეტს ვაჭრობენ ალკოჰოლური სასმელ...
1741096366
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ
როგორც ემსახურებოდნენ თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლებას ქართველები, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე ემსახურებიან ეთნიკურად ქართველები გლობალურ ომის პარტიას საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განუცხადა ჟ...