უკრაინის დაზვერვა: გვაქვს ინფორმაცია, ატომური შანტაჟის ორი ვარიანტის დამუშავების შესახებ

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ დაზვერვას აქვს ინფორმაცია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ატომური შანტაჟის რამდენიმე ვარიანტის შესახებ.
"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ორი ვარიანტის დამუშავების შესახებ.
პირველი - ეს არის რადიოაქტიური ტყეების მასშტაბური ხანძარი, რაც გამოიწვევს რადიოაქტიური ღრუბლის წარმოქმნას, რომელიც იმ მიმართულებით წავა, საითაც ქარი წაიღებს.
მეორე - ატომური საცავის მიმართ გახსნილი საარტილერიო იერიში.
შედეგი იგივე იქნება.
ორივე შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლების მიზანია, რომ დაადანაშაულოს უკრაინა და მისი „ნაცისტური“, „ნეონაცისტური“ ფორმირებები, რომლებიც უბრალოდ არ არსებობენ", - განაცხადა მან.
ბუდანოვის განცხადებით, ნებისმიერი ატომური შანტაჟი იქნება ატომური ტერორიზმი, ეკოციდი და ეკოლოგიური კატასტროფა, რომლის შედეგადაც ყველაზე მეტად უკრაინა და ბელარუსი დაზარალდება.
1986 წლის ავარიის შემდეგ დაკონსერვებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველივე დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს.
სადგურზე რჩება უკრაინული პერსონალი.
სხვა სიახლეები:
⬜ მელიტოპოლში რუსების მიერ გატაცებული მერის გათავისუფლებას ითხოვენ
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...