"ზაპოროჟიის ატომურ სადგურს ცეცხლი უკიდია, თუ აფეთქება მოხდება ეს იქნება ჩერნობილზე 6-ჯერ დიდი" - ზელენკის საგანგებო მიმართვა მსოფლიოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ ღამეს, მსოფლიოს საგანგებო განცხადებით მიმართა.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი უკიდია.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდება, ეს იქნება ევროპის დასასრული:
"ევროპამ უნდა გაიღვიძოს.
ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს ახლა ცეცხლი უკიდია.
რუსული ტანკები ატომურ სადგურს ესვრიან.
ეს არის ტანკები, რომლებიც აღჭურვილია თერმოგამოსახულებით, ასე რომ მათ იციან რას ესვრიან.
ამისთვის მოემზადნენ.
მივმართავ ყველა უკრაინელს, ყველა ევროპელს და ყველას, ვინც იცის სიტყვა “ჩერნობილი”, ვინც იცის, რომ ატომურ სადგურზე აფეთქებამ ბევრი მსხვერპლი გამოიწვია.
ეს იყო გლობალური კატასტროფა და მის შედეგებს ასობით ათასი ადამიანი ებრძოდა.
ათიათასების ევაკუაცია მოხდა და რუსეთს ამის გამეორება სურს და უკვე იმეორებს, მაგრამ 6-ჯერ დიდი.
ევროპელებო, გაიღვიძეთ გთხოვთ.
უთხარით თქვენს პოლიტიკოსებს, რუსული ძალები ისვრიან უკრაინის ატომურ სადგურზე.
ზაპოროჟის ატომური სადგური, ქალაქი ენერგოდარი. იქ ექვსი ენერგეტიკული ბლოკია. ექვსი. ჩერნობილში ერთი ენერგობლოკი აფეთქდა.
ჩვენ დავუკავშირდით ჩვენს ლიდერებს, პარტნიორებს, მე უკვე ვესაუბრე შარლ მიშელს, ოლაფ შოლცს, დუდას, პრეზიდენტ ბაიდენს.
ჩვენ დავუკავშირდით IAEA-ს ხელმძღვანელს და პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს.
მივმართავ ყველას, ვინც იცის ჩერნობილი, ვინც იცის, რა მსხვერპლი მოჰყვა.
რუსეთს სურს ამის გამეორება, ოღონდ ექვსჯერ უფრო დიდი კატასტროფის.
ევროპელებო გაიღვიძეთ",-მიმართა ზელენსკიმ მსოფლიოს.
უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კიევის დროით 04.00 საათზე გავრცელდა.
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...
1740829321
ახალი ამბები„მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს ეგონებათ, რომ რაც გუშინ მოხდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრაზე, შეიძლებოდა ყოფილიყო შემთხვევითი და სპონტანური“ - დავით ჩიხელიძე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შორის კამათს ეხმაურება. მისი თქმით, მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანები თუ ჩათვლიან, რომ ის, რაც გუშინ თეთრ სახლში მოხდა, შემთხვევითი და...
1740826776
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი: ვოლოდიმირ ზელენსკი წლებია ცდილობს, შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში
„ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე წლებია ცდილობს შეერთებული შტატების ჩათრევას რუსეთთან ბირთვულ ომში/მესამე მსოფლიო ომში“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელ X-ზე წე...
1740825221
ახალი ამბები„თეთრ სახლში რაც მოხდა, ბევრ რამეზე მეტყველებს - არის შესაძლებლობა, ვისმა პროგნოზმაც არ გაამართლა, აღიაროს და ამით ნაბიჯი გადაიდგას ურთიერთპატივისცემისკენ“ - ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, რომელსაც შემდეგნაირად ასათაურებს - „დიდი მარხვა და დაპირისპირება საზოგადოებაში“. რ...