ქართველი ემიგრანტი რომის ავტოსახელოსნოდან - “მაინც მაქვს იმედი, რომ შეიცვლება ეს მდგომარეობა და მეც შევძლებ ჩემს მიწაზე დაბრუნებას“

უკვე, მეორე წელიწადია ემიგრაციაში ვარ და ბოლო რამდენიმე თვეა, მეც თქვენთან ერთად ვეცნობი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმოფანტულ ქართველებს. ზოგს სოციალურ ქსელში ვაწყდები, ზოგს ქუჩაში, ზოგსაც სხვადასხვა დაწესებულებებში და ა.შ. უმეტესობა ასე, შემთხვევით მხვდება ხოლმე:
ExclusiveTV-ს დღევანდელი რესპონდენტი, ლევან ემნაძე ნამდვილად უცნაურ გარემოში აღმოვაჩინე. ემიგრანტული ტემპისთვის შესაბამისად, მეც ვჩქარობდი სამსახურისკენ, როცა ტროტუარზე მიმავალს ქართული ჰანგები შემომესმა, გზის მეორე მხარეს პროფილაქტიკა, იგივე, ავტოსახელოსნო დავინახე, ეს ადგილი ჩემს სამსახურთან ახლოსაა და რადგან, მაშინ დრო არ მქონდა მივსულიყავი, ვიფიქრე, რომ მოგვიანებით გავესაუბრებოდი. დღეს ისევ ჩავიარე იგივე ქუჩაზე და ვნახე, რომ დაკავებული არ იყო, ვჩქარობდი, თუმცა, მაინც მივედი იმერული ხალისით მიმიღო და რამდენიმე წუთიც დამითმო:
აღმოჩნდა, რომ 15 წლის წინ, ოჯახს ხელი ჩაჰკიდა და სამშობლოდან წამოვიდა. თავდაპირველად, სახლებში, სარემონტო სამუშოებზე ხელოსნად მუშაობდა, შემდეგ ის საქმე იპოვა, რომლითაც საქართველოში ყოფნისას არჩენდა ოჯახს და ახლა რომის ერთ-ერთი პროფილაქტიკის ხელოსანია.
- თავიდან, ტოსკანაში ჩამოვედი. ჯერ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ საზღვარგარეთ წამოსვლა, შემდეგ, როცა ნელ-ნელა დავლაგდით, შვილებიც წამოვიყვანეთ და უკვე 15 წელიწადია რომში ვართ. მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან წამოვედით, ერთხელ ვიყავით ჩასულები, დაახლოებით 7-8 წლის წინ.
- მანქანების ხელოსნად მუშაობა მას შემდეგ გადაწყვიტეთ, რაც ემიგრაციაში იმყოფებით, თუ სამშობლოშიც იგივე საქმით იყავით დაკავებული?
- საქართველოშიც მანქანების ხელოსნად ვმუშაობდი და უცხო ქვეყანაში არ გამჭირვებია სამსახურის დაწყება. თავიდან, სახლების სარემონტო სამუშაოებით ვიყავი დაკავებული, ჩემი პროფესიით მუშაობის შესაძლებლობაც მალევე გამოჩნდა, სახლის გვერდზე პროფილაქტიკა იყო და იქ დავიწყე მუშაობა ახლა რომის ამ უბანში, იტალიელების ავტო-სახელოსნოში ვმუშაობ.
- მართალია, უცხო ქვეყანაში საკუთარი საქმის აწყობა, არც ისეთი მარტივია, მაგრამ, როცა თითქმის, ორი ათეული წელიწადია ამ ქვეყანაში იმყოფებით, არ გიფიქრიათ, რომ თქვენი სახელოსნო გაგეკეთებინათ?
- მინდა, ჩემი ავტო-სახელოსნო მქონდეს, მაგრამ ვფიქრობ ვერ მოხერხდება, რადგან იტალიაში უნდა მქონდეს გავლილი შესაბამისი კურსები, რომ დიპლომიც ავიღო და შევძლო ჩემი პროფილაქტიკოს გახსნა. ეს, რომ მოვახერხო, ასეთ შემთხვევაში, მუშაობა უნდა შევწყვიტო. სამწუხაროდ, ამის დრო და შესაძლებლობა არ მაქვს, ამიტომ, მივყვები დინებას, მთავარია სამსახური მაქვს.
- 15 წელიწადზე მეტია ემიგრაციაში იმყოფებით, როგორ ხედავთ სამშობლოს შორიდან?
- იმდენად უსიამოვნო პროცესებია საქართველოში, ვუყურებ ამ ყველაფერს და მგონია, რომ, თუ სისტემა არ შეიცვალა, არაფერი ეშველება ჩვენს ხალხს. 30 წელიწადია სისტემა ვერ შეცვალეს და იმედი მაქვს, მოვა ვინმე ისეთი, ვინც ფეხზე დააყენებს ჩვენს ქვეყანას, თორემ, დაიცალა საქართველო, ვინღა დარჩა?! ასე, თუ გაგრძელდა, დარჩებიან მხოლოდ მოხუცები, რომლებსაც პატრონად არ ეყოლებათ არავინ. ჩვენი ახალგაზრდების უმეტესობა, ჩვენი მომავალი თაობა, განათლებულები, სხვადასხვა რესურსის მქონე ადამიანები გაქცეულები არიან და სხვის ქვეყანაში პურის ფულისთვის ფიზიკურად მუშაობენ! საკუთარ ქვეყანაში განათლების მიღებასაც ვერ ახერხებს ზოგიერთი. უმეტესად, ვისაც ფული აქვს, განათლების მიღების შესაძლებლობაც მას აქვს. დააკვირდით და შეადარეთ: საქართველო, დღეს, საბჭოთა პერიოდში დაბრუნების გზაზე დგას, უფრო სწორად უკვე “დანიშნულების ადგილზეა”. დიახ, უკან მიექანება საქართველო, აბა, წინ რომ მიდიოდეს, მაშინ, აქ, რა მინდა?!
- როგორც მივხვდი, სამშობლოში დაბრუნებაზე არ ფიქრობთ…
- ვაკვირდები საქართველოში არსებულ სიტუაციას და სურვილი არ მაქვს დავბრუნდე. იმედი, რომელიც ჩემს ქვეყანაში დაბრუნებას უკავშირდებოდა, იქ არსებულმა მოვლენებმა გამიცრუა და საბოლოოდ გამიქრო. ისეთი სისტემაა საქმეს ვერ აიწყობს ადამიანი. როცა იქ ვიყავი და ვმუშაობდი, მაშინ არ იყო არაფერი და ახლა მით უმეტეს. სადღაც, გულის სიღრმეში, მაინც მაქვს იმედი, რომ შეიცვლება ეს მდგომარეობა და მეც შევძლებ ჩემს მიწაზე დაბრუნებას.
მზეკო ჟვანია - იტალია/რომი
1741714831
ახალი ამბებიპროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა
პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...
1741713753
სპორტისაქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...
1741711441
ახალი ამბებისუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუ...
1741709887
ახალი ამბებიმეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა
მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, მაშველებმა მძღოლი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ავტომობილის ამოყვანისთვის შესაბამისი პროც...
1741708702
საზოგადოებაირაკლი კირცხალია ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ეს არის ნელი მოქმედების ბომბი, რომელიც ღუპავს და ანადგურებს თაობებს. მთავარი მიზანი არის ნარკორეალიზატორების მიმართ უმკაცრესი მიდგომები
ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებას და ჩვენი მომავალი თაობის ჯანსაღ მომავალზე ზრუნვას, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა...