2002 წლის შემდეგ პირველად, ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ტანკები შეიყვანა

2002 წლის შემდეგ პირველად, ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ტანკები შეიყვანა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის ძალები ჯენინის რაიონში კონტრტერორისტულ ოპერაციას აფართოებენ.

გავრცელებული ცნობით, ნაჰალის ქვეითი ბრიგადის ჯარებმა და დუვდევანის კომანდოს დანაყოფმა დაიწყო ოპერაციები ამ დილით ჯენინის მახლობლად მდებარე რამდენიმე სოფელში.

ამავდროულად, ისრაელის არმიის 188-ე ჯავშანტექნიკის ბრიგადის ოცეული ჯენინის ოპერაციისთვის ემზადება.

ისრაელის თავდაცვის ძალები მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ოპერაცია „რკინის კედელს“ 21 იანვრის შემდეგ ატარებს.

პარალელურად, ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი ამირ ოჰანა მდ. იორდანეს დასავლეთ ნაპირის ანექსირების მოწოდებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ებრაული დასახლებები ისრაელისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობის მისაღწევად.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740313990

საზოგადოება

„მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიერ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ“ - მეუფე შიო

„მხოლოდ ისინი ხდებიან საუკუნო ნეტარების ღირსნი, ვინც მიწიერ ცხოვრებაში იჩენდა მოწყალებას მოყვასთა მიმართ“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)...

ლლლ

1740308183

მსოფლიო

„როიტერი“ - სერგეი ლავროვი უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების განსახილველად ხვალ თურქეთში ჩავა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხვალ თურქეთში ჩავა. როგორც „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ლავროვი თურქეთში უკრაინის ომის დასრულების თაობაზე აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გამარ...

რუსეთი

1740308042

საზოგადოება

კახა კალაძე: ქართველი იუნკერების გმირობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართველი ერი არასდროს შეურიგდება ოკუპაციას

თბილისის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსე...

კახა კალაძე

1740307700

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ზოგს სურს, რომ ჟურნალისტური სტანდარტების მიღმა პოლიტიკური აქტივისტები შექმნან ჟურნალისტებისგან და არა ის, რომ მათ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას. ამიტომ, ბრიტანული სტანდარტით მივუდგებით ამ საკითხს

მედიის კანონს რაც შეეხება, აქ სინამდვილეში არაფერი სიახლე არ იქნება. ის, რაც არის ჟურნალისტური სტანდარტი, ეს ყველასთვის ცნობილია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპ...

შალვა პაპუაშვილი

1740303486

საქართველო

პრემიერი: ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა, არამედ კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე

ჩვენ გვინდა არამხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-თან, არამედ უფრო მეტიც, გვინდა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...

ირაკლი კობახიძე