ავღანელ გოგონებს სწავლის უფლება ისევ აეკრძალათ, რაც მათთვის სიკვდილით დასჯის ტოლფასია

ავღანელი მოზარდები სასოწარკვეთილებას ვერ მალავენ და სწავლის აკრძალვას სასიკვდილო განაჩენს ადარებენ. მას შემდეგ, რაც თალიბები სათავეში მოვიდნენ, მალევე, ავღანეთის საშუალო სკოლებში გოგონებს სწავლა აეკრძალათ.
ავღანეთის მთავრობა ირწმუნება, რომ გარკვეული დროის შემდეგ გოგონები სკოლაში სწავლას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ, მაგრამ როგორც ჩანს, მათი დაპირება არასაიმედოა.
BBC-თან, ავღანელმა თინეიჯერებმა, ამ ძალიან დიდი პრობლემის შესახებ ისაუბრეს - „სწავლა არ შეიძლება, ეს სიკვდილით დასჯას ჰგავს“, - ამბობს 15 წლის მეენა.
”ჩვენ არაფრის გაკეთების უფლება გვაქვს, გარდა საშინაო საქმისა... ჩვენ უბრალოდ გაყინულები ვართ ერთ ადგილას”, - განაცხადა16 წლის ლაილამ, რომლის სკოლა ტახარის პროვინციაში დაიხურა იმ დღეს, როდესაც თალიბებმა ძალაუფლება მოიპოვეს აგვისტოში.
BBC-სთან ინტერვიუში განათლების მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა აბდულ ჰაკიმ ჰემატმა დაადასტურა, რომ გოგონებს არ დაუშვებენ საშუალო სკოლაში, სანამ არ დამტკიცდება განათლების ახალი პოლიტიკა.
მან ხაზი გაუსვა გოგონებისა და ვაჟების კლასების გამიჯვნის აუცილებლობას, რაც უკვე გავრცელებულია მთელ ავღანეთში.
ერთ-ერთი დირექტორის თქმით, რომელიც აგრძელებს კავშირს სტუდენტებთან Whatsapp-ის საშუალებით, აღნიშნა, რომ სტუდენტები ძალიან შეშფოთებულები არიან და ფსიქოლოგიურად იტანჯებიან და რომ ძნელია მათთვის იმედის მიცემა, რადგან არავინ იცის როდის გამოსწორდება სიტუაცია.
შეგახსენებთ, რომ თალიბების მმართველობის პერიოდში, გოგონებსა და ქალებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა აკრძალული ჰქონდათ 1996-2001 წლებშიც.
ელენე ფერაძე
1741892145
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ევროკავშირი ძალიან, ძალიან საზიზღარია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირს საზიზღარი უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს. „ჩვენ არ ვყიდით მანქანებს ევროპაში, ვგულისხმობ, პრაქტიკულად არ ვყიდით მანქანებს და ი...
1741890044
საზოგადოებაქართველი მოჭიდავე რომეო ბერიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარ...
1741888293
საზოგადოება2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა
2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მონაცემი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15,4% -ით მეტია. ახალ მონაცემებს სტატისტ...
1741887911
საზოგადოებაბექა დავითულიანი - თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს, საკითხი ამოწურულია, სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა
სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და, ვისაც რეალურად ამის სურვილი ჰქონდა, განაგრძოს თავისი საქმის კეთება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითული...
1741887745
სპორტიქართველი მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპა...