აზერბაიჯანი რუსეთს მოუწოდებს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან "სომხური შეიარაღებული დაჯგუფებები სრულად გაიყვანოს"

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რუსი "მშვიდობისმყოფელების" მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მას "ცალმხრივს" უწოდებს.

"აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მწუხარებას, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადება იყო ცალმხრივი და არ ასახავდა რეალობას", - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თქმით, რუსეთის განცხადება მიმდინარე წლის 22 თებერვალს დადებულ ორმხრივ შეთანხმებას და მოკავშირეული ურთიერთქმედების დეკლარაციას ეწინააღმდეგება.

აზერბაიჯანული მხარე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ასევე მოუწოდებს, რომ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან "სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების სრულად გაიყვანოს".

"მოგიწოდებთ სამმხრივი განცხადების დებულებების შესაბამისად, უზრუნველყოთ სომხეთის არმიის ნაწილებისა და უკანონო შეიარაღებული სომხური ფორმირებების გაყვანა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან, ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გადაადგილება არ წარმოაჩინოთ არასწორად, არ გამოიყენოთ გამოთქმა "მთიანი ყარაბაღი" და სწორად მიუთითოთ აზერბაიჯანის ტერიტორიების დასახელებები", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 26 მარტს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ჯარები რუსი "მშვიდობისმყოფელების" კონტროლირებულ ტერიტორიაზე მთიან ყარაბაღში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. რუსეთმა ასევე დაადასტურა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში, ფურახის დასახლებაში განთავსებულ დანაყოფებს ოთხჯერ გაუხსნეს ცეცხლი Bayraktar TB2 დრონებით. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსი "მშვიდობისმყოფელები" სიტუაციის დეესკალაციისთვის შესაბამის ზომებს იღებენ და აზერბაიჯანს სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 25 მარტს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი 24 მარტს მთიან ყარაბაღში იმ ტერიტორიაზე შეიჭრა, რომელიც რუსი მშვიდობისმყოფელების კონტროლის ქვეშაა და სოფელ ფარუხში თავდაცვის არმიის ბაზას დაესხა თავს.

სომხური მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა თურქული წარმოების  Bayraktar TB2-ის ტიპის დრონი გამოიყენა და მთიან ყარაბაღში შეტაკებების შედეგად 3 სამხედრო დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

სომხეთმა  შესაბამისი ზომები მიღების შესახებ რუსეთს თხოვნით მიმართა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ სომხური გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმ ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ, სადაც რუსი მშვიდობისმყოფელები იმყოფებიან  სიმართლეს არ შეესაბამება.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵 ზელენსკის მიმართვა: სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, სადღაც სანგრებში დგას და ნატოს შეიარაღების მხოლოდ 1%-ია, ველოდებით უკვე 31 დღეა

🔵იტალია - მაფიოზური დაჯგუფების წევრისთვის ჩამორთმეულ ვილაში, უკრაინელი ლტოლვილებისთვის თავშესაფარი გაიხსნა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714323972

საზოგადოება

„მეხუთე კოლონა დგას და სარწმუნოების უარყოფის ხარჯზე უნდა რაღაც მიზნების მიღწევა და უკვე იქამდე მივიდნენ, რომ სარწმუნოება ამოიღეს ჩვენი სავალი გზიდან“ - მიტროპოლიტი სტეფანე

„დღევანდელ დღეს რომ ვუყურებთ გარშემო რა ხდება, ყველა თითს გვიქნევს, თითქოსდა ყველა აღდგა ჩვენი თვითმყოფადობის წინააღმდეგ, აქ კიდევ მეხუთე კოლონა დგას და სარწმუნოების უარყოფის ხარჯზე უნდა რაღაც მიზნები...

მიტროპოლიტი

1714322133

სოციალური მედია

„მადლობა ყველგან რომ გვწვდები“ - ნანუკა გოგიჩაიშვილის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მამას

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, სოციალურ ქსელში ხშირად იხსენებს მამას, ყველასათვის საყვარელ გიორგი გოგიჩაიშვილს. ამჯერად იგი „ინსტაგრამზე“ ფოტოს აქვეყნებს და ემოციური პოსტით მოკლე ისტორიას გვიყვება.

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი

1714321950

საზოგადოება

„ვდგავართ არჩევანის წინაშე, „მამული, ენა სარწმუნოება“ თუ „მამული, ენა, ერთობა ეშმაკთან“ - მიტროპოლიტი სტეფანე

„ის ერი, რომელიც გამოცოცხლდა 9 აპრილს და რომელმაც დაიწყო თავისი ცხოვრება არა იმპერიების წიაღში დაძინებული, არამედ გამოცოცხლებული ქვეყნის სახით, რომელიც ცხოვრობს მსოფლიო ერებს შორის, დღეს კიდევ ერთხელ...

ააა

1714321786

ახალი ამბები

„ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა ევროპას“ - სოსო ფხაკაძე

„ბუნებრივია, ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობასა და ღიაობას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. თუმცაღა, აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამ, რასაც ხშირად ჰქონდა ადგი...

ზოგადი

1714320940

სოციალური მედია

„ყოველთვის, სანამ საქართველოს დავტოვებ“ - ნუცა ბუზალაძე ტაძარში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ იღებს მონაწილეობას, ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს. ნუცა საკმაოდ აქტიურია „ინსტაგრამზე“ და მის ყოველდღიურ ამ...

ნუცა