ფონ დერ ლაიენი: სასწრაფოდ საჭიროა მტკიცე ზომები ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, ევროპა გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას, ვიდრე სისხლისღვრა არ დასრულდება და მშვიდობა უკრაინის პირობებით არ მიიღწევა

უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად სასწრაფოდ საჭიროა გადამწყვეტი ზომების მიღება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუმიზე დარტყმა არის „საშინელი შეხსენება“ იმისა, რომ რუსეთი იყო და რჩება აგრესორად, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს.
„დღეს დილით რუსეთმა მორიგი სასტიკი დარტყმა განახორციელა ქალაქ სუმიზე, რის შედეგადაც კაცები, ქალები და ბავშვები დაიღუპნენ.
ბარბაროსული თავდასხმა კიდევ უფრო საზიზღარი გახდა, როდესაც ხალხი მშვიდობიანად შეიკრიბა ბზობის დღესასწაულის აღსანიშნავად...
სასწრაფოდ საჭიროა მტკიცე ზომები ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად. ევროპა გააგრძელებს პარტნიორებთან დაკავშირებას და რუსეთზე ძლიერ ზეწოლას, ვიდრე სისხლისღვრა არ დასრულდება და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არ მიიღწევა უკრაინის პირობებით.
დღევანდელი თავდასხმის მსხვერპლები, მათი ოჯახები და ყველა უკრაინელი ჩვენს გულებშია დღეს და ყოველდღე.
ევროპა უკრაინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით დგას“, - განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ.
1744703312
ახალი ამბებიჯონდი ბაღათურია: რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ, გაუნათლებლობის ფოიერვერკია და ის, რომ ჩვენი შვილების თაობის რაღაც ნაწილი, შეიძლება, ასე ბრბოდ გადააქციო, თუნდაც გრანტის, თუნდაც ბევრი ფულის ხარჯზე
ვფიქრობ, საერთოდ განათლების სისტემის კრახია, რასაც ჩვენ ქუჩაში ვხედავთ. ეს გაუნათლებლობის ფოიერვერკია, - ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომელიც პარლამენტის დროებითი...
1744702610
ახალი ამბებიჯონდი ბაღათურია: სახელმწიფო ბანდიტიზმის გათეთრებაში, საინფორმაციო ომში მონაწილეობდა მაგალითად მაშინდელი ტელეკომპანია რ2-ის ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქ...
1744702082
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და ს...
1744701227
ახალი ამბებივატო შაქარიშვილი: სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები იყო კონფლიქტის პროვოცირების კლასიკური სცენარი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები, ამჯერად, გახარიას ხელით ახორციელებდნენ
„2019 წელს, სოფელ ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები იყო კონფლიქტის პროვოცირების კლასიკური სცენარი, რომელსაც ამერიკული სპეცსამსახურები, ამჯერად, გახარიას ხელით ახორციელებდნენ“- ამის შესახებ, „ერთიანი ნ...
1744699955
საზოგადოებასააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააღდგომო დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამომხმარებლო ბაზარი ინტენსიურად მოწმდება. „სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე...