გერმანიის ულტრამემარჯვენე ლიდერი: ჩვენ გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან

პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ მისი პარტია მიზნად ისახავს „ძალიან კარგი ურთიერთობების დამყარებას“ დიდ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, - ამის შესახებ მან გამოცემა Bild-თან ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ცდილობს ალტერნატივა გერმანიისთვის რუსეთთან თანამშრომლობის დამყარებას იმ დროს, როცა გერმანიას სამხედრო ქმედებებით ემუქრება, ალის ვაიდელმა უპასუხა: „ჩვენ გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდეს ჩვენს ევროპელ მეზობლებთან. მაგრამ, ასევე, გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდეს დიდ სახელმწიფოებთან. ეს, ასევე, ეხება რუსეთს... ჩვენ გვინდა დავასრულოთ სანქციების პოლიტიკა, რომელიც პირველ რიგში აზიანებს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ყველაზე მაღალი ელექტროენერგიის ფასები გვაქვს. უკვე კონკურენტუნარიანები აღარ ვართ“.
ჟურნალისტმა ვაიდელს, ასევე, ჰკითხა, თუ რატომ არ აღიარებს იგი იმ ფაქტს, რომ რუსეთი გერმანიას ომით ემუქრება.
„ჩვენ კარგი ურთიერთობები გვინდა. რას აკეთებდა გერმანიის ფედერალური მთავრობა ბოლო 3 წლის მანძილზე რუსეთის წინააღმდეგ? ჩვენ ესკალაციის სპირალში გავეხვიეთ. რუსეთის წინააღმდეგ იყო ვერბალური, ფინანსური და ასევე, შეიარაღებული თავდასხმებიც კი. გერმანული ტანკები კვლავ რუსეთის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ისტორია სრულად არის დავიწყებული, მე თუ მკითხავთ“, - აღნიშნა მან.
როდესაც ჰკითხეს, რომ მას არც ერთი კრიტიკული სიტყვა არ უთქვამს რუსეთის შესახებ, ვეიდელმა უპასუხა: „დონალდ ტრამპმაც ეს არ გააკეთა
„თქვენ უნდა დასხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. თქვენ უნდა ესაუბროთ ერთმანეთს. ჩვენ, როგორც AfD-ს არაფერი გვითქვამს, გარდა იმისა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში უნდა შევიდეთ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა დავასრულოთ სანქციების პოლიტიკა“, - დასძინა AfD-ის ლიდერმა.
1742228348
საზოგადოებასაქართველოს განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის განსაზღვრასთან დაკავშირ...
1742228245
მსოფლიორუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა
რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რაც ქვეყნებს შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ბრძოლების გამო დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა. რუანდის საგარეო უწყებაში განაცხადეს...
1742223782
ახალი ამბებიდაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ც...
1742222226
საზოგადოებააშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება
2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავ...
1742220580
ახალი ამბებიიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანამდევ კანონპროექტებთან ერთად. კანონპროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწ...