ილჰამ ალიევი - სწრაფად ცვალებად მსოფლიოში გლობალური სტაბილურობა უახლოეს თვეებში ან წლებშიც კი ვერ იქნება მიღწეული, მნიშვნელოვანია რეგიონის დაცვა ნებისმიერი კრიზისისგან

 აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილაჰ ალიევის განცხადებით, თანამედროვე სწრაფად ცვალებად მსოფლიოში გლობალური სტაბილურობა უახლოეს თვეებში ან წლებშიც კი ვერ იქნება მიღწეული.

ამის შესახებ ილჰამ ალიევმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო შევიდა „ახალი წესებისა და ნორმების შემუშავების ფაზაში“.

„ძველი მსოფლიო წესრიგი, როგორც ჩანს, აღარ არსებობს. და როგორი იქნება საერთაშორისო საზოგადოების ურთიერთქმედების ახალი კონფიგურაცია, არავინ იცის. არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები“, – თქვა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, „რაც აბსოლუტურად ნათელია, არის ის, რომ თითოეული ქვეყანა უფრო მეტად უნდა იყოს კონცენტრირებული საკუთარ შესაძლებლობებზე, არ დაეყრდნოს გარე დახმარებას და არც საერთაშორისო სამართალს“.

„აზერბაიჯანს, რომელიც საერთაშორისო სამართლის შერჩევითი გამოყენების მსხვერპლი გახდა, შიდა რესურსების ხარჯზე საკუთარი მომავლის შექმნის დიდი გამოცდილება აქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მომავლისთვის არის ის, რომ ქვეყნები უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ ორმხრივ ურთიერთობებს, ვიდრე საერთაშორისო ინსტიტუტების ფარგლებში მოქმედებას. რადგან ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია დღეს ან თავის დაუცველობას აჩვენებს, ან სრული პარალიზების მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ გლობალური ტრანსფორმაციის ადრეულ ეტაპზე ვიმყოფებით და ბევრი საკითხი მოვლენების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან სწორად შევაფასეთ მსოფლიო წესრიგი. საქმე როდესაც ეხება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ არ ვეყრდნობით არავის და არცერთ დაწესებულებას. იქნება ეს რუსეთ-უკრაინის ომი თუ მოვლენები ახლო აღმოსავლეთში, დაძაბულობა აფრიკაში, თითოეულმა ქვეყანამ უნდა გაიგოს, რომ მას საკუთარი ბედი აქვს. რაც უფრო ადრე გაიგებენ ამას, მით უკეთესი იქნება მათთვის. თუ შენ მუდმივად ვიღაცის დახმარებაზე ხარ დამოკიდებული, პირველ რიგში, ეს შენ გასუსტებს, მეორე, არ არსებობს გარანტია, რომ ეს მუდმივი იქნება, მესამე, შენ კარგავ შენი სუვერენიტეტის ნაწილს. შენ თუ ყოველთვის ხარ დამოკიდებული ვიღაცაზე და ყოველთვის სთხოვ ვიღაცას დახმარებას, ერთ დღესაც ეს ადამიანი მოვა და ანგარიშს მოგთხოვს“, – განაცხადა აზერბაიჯანი ლიდერმა.

ილჰამ ალიევმი აცხადებს, რომ ამჯობინებს იყოს „რეალისტი და არა ოპტიმისტი“, როდესაც საქმე ეხება მსოფლიოს მთავარი მოთამაშეების უნარს, იპოვონ დიდი კონფლიქტების გადაწყვეტის გასაღები, განსაკუთრებით, როდესაც ეს უკავშირდება რუსეთის ომს უკრაინაში.

„მაშინაც კი, თუ ომი შეწყდება, არ არსებობს გარანტია, რომ ის კვლავ არ განახლდება. ჩვენ გვქონდა პერიოდი, როდესაც თითქმის 30 წლის განმავლობაში მოქმედებდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც მიღწეული იყო 1994 წლის გაზაფხულზე, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ ომი დასრულდა. ის უბრალოდ ტრანსფორმირდა. ომი მხოლოდ მაშინ სრულდება, როდესაც გაქვთ სამშვიდობო შეთანხმება“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონი ათწლეულების განმავლობაში განიცდიდა „კონფრონტაციას და მტრობას“.

ილჰამ ალიევის განცხადებით, დღეს „მნიშვნელოვანია რეგიონის დაცვა ნებისმიერი კრიზისისგან“.

„ახლა ჩვენ გვაქვს შედარებით მშვიდი პერიოდი, ამიტომ უნდა ვკონცენტრირდეთ ამაზე, რათა შევქმნათ უსაფრთხოების მექანიზმები, რომლებიც იქნება ყოვლისმომცველი, აღმოვფხვრათ ახალი სამხედრო კონფრონტაციის ნებისმიერი საფრთხე და ვეცადოთ ვიცხოვროთ მეზობლურად, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს“, – განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა.

სომხეთთან ურთიერთობების დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრისას, მან თქვა, რომ სტაბილურობა მხოლოდ შეთანხმების საშუალებით მოდის, „სანამ სამშვიდობო ხელშეკრულება არ იქნება ხელმოწერილი, სტაბილურობა არ იქნება“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742054800

სპორტი

ძიუდოისტი დავით გოდერძიშვილი რიგის ევროპის თასის ბრინჯაოსმედალოსანია

 ძიუდოისტი დავით გოდერძიშვილი რიგის ევროპის თასის ბრინჯაოსმედალოსანია. მან -73 კგ კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში ყაზახი დარხან კაირულაული იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალი

1742053359

სპორტი

მორიგი ტრიუმფი - ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ოქროს მედალოსანია

 პარა ფარიკაობაში, იტალიაში, ქალაქ პიზაში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ავრცელებ...

მოფარიკავე

1742052298

საზოგადოება

ბათუმში მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა - დაიღუპა 2 ადამიანი

 ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. ამავე ცნობით, მოტოციკლის მძღოლი და ქვეითად მოსიარულე ადგილზევე დაიღუპნენ. შემთხ...

პოლიციაპოლიცია

1742048882

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ნორმალიზების პროცესი დაწყებულია აშშ-რუსეთს შორის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე მიდის მუშაობა, სავარაუდოდ, იგივე იქნება ევროპის შემთხვევაშიც

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დასავლეთს შეუძლია რუსეთთან ურ...

ლევან მაჭავარიანი

1742047637

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი - ევროპაში საზღვრების საკითხზე ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომლებიც არა მხოლოდ მათი ქვეყნებისთვისაა ცუდი, არამედ ჩვენთვისაც, ევროპას ცივილიზაციური თვითმკვლელობა ემუქრება

 აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, საზღვრებზე კონტროლის გარეშე ევროპას „ცივილიზაციური თვითმკვლელობის“ საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა ლორა ინგრეჰემთან ექსკლუზიურ ინტერვი...

ჯეი დი ვენსი