საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ესპანეთთან ფინალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

 საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ესპანეთთან ფინალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

  
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.

რაგბი ევროპის მე-17, ზედიზედ მე-8ტიტულს საქართველო 16 მარტს, 16 საათზე შეუტევს. თბილისის „მიხეილ მესხზე“ ჩვენი გუნდის მეტოქე ესპანეთი იქნება, რომელსაც წელს ჯგუფურ ეტაპზე უკვე ვეთამაშეთ და ერთი თვის წინ მადრიდში 62:32 დავამარცხეთ.

მას შემდეგ ესპანეთმა ნახევარფინალში პორტუგალიას ლისაბონში, 42:31 სძლია, საქართველომ კი „ავჭალაზე“ რუმინეთი 43:5 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატში ფინალური თამაშები 2023 წლიდან დაინერგა და საქართველო გადამწყვეტ თამაშს პირველად უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით „მიხეილ მესხზე“ მისულ გულშემატკივარს არაერთი სიურპრიზი ელის, როგორც მატჩის დაწყებამდე, ასევე მისი დასრულების შემდეგ.

რუმინეთთან ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ, ბორჯღალოსნების 23-კაციან განაცხადში მცირედი ცვლილებებია. ლუკა მატკავას არყოფნის ფონზე, მგეზავის პოზიციაზე თამაშს დავით ნინიაშვილი იწყებს, რომელიც ვასილ ლობჟანიძეს შეუწყვილდება. აღსანიშნავია, რომ ესპანეთთან მადრიდულ მატჩში ღერძე თამაში სწორედ ამ წყვილმა დაიწყო.

ფულბეკის პოზიციაზე თამაშს დაჩი პაპუნაშვილი იწყებს, რომელიც რუმინეთთან მარქაფაში იყო. ცენტრში კვლავ თორნიკე კახოიძე და გიორგი შველიძე შეწყვილდებიან, ფრთებზე კი სანდრო თოდუას და აკაკი ტაბუცაძეს ვიხილავთ. თოდუა ფინალში 120-ე კეპს მოიხვეჭს და კიდევ უფრო მიუახლოვდება დავით კაჭარავას, რომელსაც დღემდე ბორჯღალოსნების კვართით ყველაზე მეტჯერ, 122-ჯერ უთამაშია.

ხაზის მარქაფაში არიან გელა აფრასიძე, ლუკა ცირეკიძე და გიორგი კვესელაძე.

ორი ცვლილებაა შერკინების პირველ ხაზში, სადაც დამწყებთა შორის დაბრუნდნენ კვაჭი ვანო კარკაძე და ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, ხოლო ირაკლი ქვათაძემ და ირაკლი აფციაურმა მარქაფაში გადაინაცვლეს. დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნა ბურჯმა ნიკა აბულაძემ, რომლის შემცვლელი კვლავ გიორგი ახალაძე იქნება.

მეორე ხაზში მიხეილ ბაბუნაშვილისა და ლადო ჩაჩანიძის წყვილი ბრუნდება, რომელმაც განვლილი 4 თამაშიდან სამი დაიწყო. ამჯერად მარქაფაში იქნება გურამ ღანიაშვილი.

უცვლელია მესამე ხაზი - ლუკა ივანიშვილი, გუნდის კაპიტანი ბექა საღინაძე და ბექა გორგაძე. გორგაძე ფინალში 50-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს. მესამე ხაზის მარქაფაშია თორნიკე ჯალაღონია.

საქართველოს ესპანეთის წინააღმდეგ ისტორიაში 26-ჯერ უთამაშია და მათგან 22-ში გამარჯვება მოიპოვა, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ 3 შეხვედრა დათმო, ბოლო 2012 წელს. ესპანეთთან საქართველოში გამართული ყველა თამაში ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, 2013 წლიდან დღემდე კი, ჩვენმა გუნდმა „ლომები“ ზედიზედ 14-ჯერ დაამარცხა.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ფინალი. 16 მარტი (კვირა). 16:00 საათი

თბილისი. „მიხეილ მესხი“

საქართველო - ესპანეთი

საქართველო

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი შველიძე (ბრივი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გურამ ღანიაშვილი (შავი ლომი), 20. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 23. გიორგი კვესელაძე (გრენობლი).

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742054800

სპორტი

ძიუდოისტი დავით გოდერძიშვილი რიგის ევროპის თასის ბრინჯაოსმედალოსანია

 ძიუდოისტი დავით გოდერძიშვილი რიგის ევროპის თასის ბრინჯაოსმედალოსანია. მან -73 კგ კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში ყაზახი დარხან კაირულაული იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედალი

1742053359

სპორტი

მორიგი ტრიუმფი - ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის ოქროს მედალოსანია

 პარა ფარიკაობაში, იტალიაში, ქალაქ პიზაში მიმდინარე 2025 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ავრცელებ...

მოფარიკავე

1742052298

საზოგადოება

ბათუმში მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა - დაიღუპა 2 ადამიანი

 ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. ამავე ცნობით, მოტოციკლის მძღოლი და ქვეითად მოსიარულე ადგილზევე დაიღუპნენ. შემთხ...

პოლიციაპოლიცია

1742048882

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ნორმალიზების პროცესი დაწყებულია აშშ-რუსეთს შორის, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე მიდის მუშაობა, სავარაუდოდ, იგივე იქნება ევროპის შემთხვევაშიც

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დასავლეთს შეუძლია რუსეთთან ურ...

ლევან მაჭავარიანი

1742047637

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი - ევროპაში საზღვრების საკითხზე ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომლებიც არა მხოლოდ მათი ქვეყნებისთვისაა ცუდი, არამედ ჩვენთვისაც, ევროპას ცივილიზაციური თვითმკვლელობა ემუქრება

 აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, საზღვრებზე კონტროლის გარეშე ევროპას „ცივილიზაციური თვითმკვლელობის“ საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა ლორა ინგრეჰემთან ექსკლუზიურ ინტერვი...

ჯეი დი ვენსი