კაია კალასი: თუ აშშ და ევროკავშირი სავაჭრო ომს დაიწყებენ, ერთადერთი, ვინც ამით გახარებული იქნება, ჩინეთია
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და ევროპას შორის პოტენციური „სავაჭრო ომი“ საზიანო იქნება ორივე მხარისთვის. ამის შესახებ მან 3 თებერვალს ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის წინ მედიასთან საუბარში განაცხადა.
კალასს ჰკითხეს დონალდ ტრამპის განცხადების შესახებ, რომ ევროპიდან შესულ საქონელზე მაღალი ტარიფების დაწესებას განიხილავს.
„რა თქმა უნდა, ჩვენც ვემზადებით ჩვენი მხრივ. სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არიან. თუ აშშ და ევროკავშირი სავაჭრო ომს დაიწყებენ, ერთადერთი, ვინც ამით გახარებული იქნება, ჩინეთია. ჩვენ ძალიან ურთიერთდაკავშირებულები ვართ. ჩვენ გვჭირდება ამერიკა და ამერიკას სჭირდება ევროპა“, - აღნიშნა კაია კალასმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საქონელზე ტარიფები „აუცილებლად იქნება“ და რომ ეს „საკმაოდ მალე“ მოხდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი შესაძლოა, ტარიფებს დაექვემდებაროს.
ტრამპმა 1-ელი თებერვლიდან მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 25%-იანი ტარიფები დააწესა, ხოლო ჩინეთიდან იმპორტირებულზე - 10%-იანი. ამის საპასუხოდ, კანადამ და მექსიკამ 25%-იანი ტარიფები დაუწესეს ამერიკულ საქონელს.
1738590452
საზოგადოებანინო სალუქვაძე გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს
მიზანში მსროლელი, სამგზის ოლიმპიური მედლის მფლობელი ნინო სალუქვაძე გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ნინო სალუქვაძე...
1738588080
ახალი ამბებილარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8403 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8563 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1738585864
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელშიც გარკვეული დათქმები ჩაიწერა, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია
„მინდა შევეხო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას და საქართველოს პარლამენტის დელეგაციას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარ...
1738582980
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: სახელმწიფო შანტაჟს ვერ და არ დაექვემდებარება, თუ უნდათ მზია ამაღლობელი კარგად იყოს, შიმშილის და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის ჯანმრთელობას მიხედოს
„ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს, ქალბატონი მზია დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს. გასაგებია შიმშილობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი - ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფე...
1738582219
სპორტი„მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სამართალდარღვევათა კოდექსში“ - მამუკა მდინარაძე
„მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სამართალდარღვევათა კოდექსში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ...