კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია, თუმცა ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება - ყაზახეთის პრეზიდენტი

ქვეყნის ყველა რაიონში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია, თუმცა ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტი აცხადებს.

„ადგილობრივი ხელისუფლება აკონტროლებს სიტუაციას, თუმცა ტერორისტები კვლავ იყენებენ იარაღს და აზიანებენ სახელმწიფო ქონებას.

ამიტომ კონტრტერორისტული ოპერაცია უნდა გაგრძელდეს მებრძოლების სრულ ლიკვიდაციამდე“, – ნათქვამია ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მედიის ცნობით, ღამის განმავლობაში ყაზახეთის ქალაქ ალმათიში კვლავ ისმოდა სროლის ხმა.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად მოკლულია 26 ადამიანი, დაშავდა 18, დაკავებულია 3 000 მეტი მოქალაქე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან ყაზახეთში ადამიანის უფლებების ნებისმიერ დარღვევას ან ყაზახეთის ინსტიტუტებზე თავდასხმებს.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყაზახეთი მალე გადაწყვეტს პრობლემებს, რომელიც ფუნდამენტურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

როგორც ყაზახეთის მთავრობისა და ხალხის პარტნიორი, აშშ კვლავ მზადაა, ყაზახ ხალხთან და ქვეყნის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა განაგრძოს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ასევე საინტერესოა:

🔵 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 727 პაციენტი

🔵 „ასე გავხდი მუნჯი, უსიტყვო, უენო, სრულიად ნული... ოთხი წლის ბავშვით ხელში... უპუროდ და შიშით სავსე ჩემოდნებით“ - ემიგრანტი ჟურნალისტის ისტორია

🔵 „შენს მერვე დაბადების დღეს ვეღარ მოესწარი დედი ...“ - 7 წლის ბარბარე მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741890044

საზოგადოება

ქართველი მოჭიდავე რომეო ბერიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარ...

რომეო ბერიძე

1741888293

საზოგადოება

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მონაცემი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15,4% -ით მეტია. ახალ მონაცემებს სტატისტ...

სავაჭრო ბრუნვა

1741887911

საზოგადოება

ბექა დავითულიანი - თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს, საკითხი ამოწურულია, სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა

სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და, ვისაც რეალურად ამის სურვილი ჰქონდა, განაგრძოს თავისი საქმის კეთება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითული...

დეპუტატი

1741887745

სპორტი

ქართველი მოჭიდავე კობა ქარუმიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ალბანეთში მიმდინარეობს 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ქართველმა მოჭიდავე კობა ქარუმიძემ (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპა...

 კობა ქარუმიძე

1741887016

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების თამაშს დაესწრო....

პრემიერ-მინისტრი