კრემლში საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკება მიმდინარეობს

კრემლში საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი, პირისპირ შეხვედრის შემდეგ საუბარს სამუშაო სადილზეც გააგრძელებენ და ბოლოს ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
პირისპირ შეხვედრის დაწყების წინ პუტინმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელიც ძალისხმევას არ აკლებს ევროპაში უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპის რეალიზებას და უკრაინაში კრიზისის მოწესრიგებას.
ემანუელ მაკრონმა შეხვედრის დაწყების წინ იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი მოლაპარაკება შესაძლოა გახდეს აღმოსავლეთ ევროპაში დეესკალაციის დასაწყისად და ორი პრეზიდენტი შეძლებენ ისეთი ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მათ ომის თავიდან აცილების შესაძლებლობას მისცემს.
გამოცემა Journal du Dimanche-სთვის მიცემულ ინტერვიუში, მაკრონმა აღნიშნა, რომ დასავლეთს შეუძლია გააფორმოს რუსეთთან ისეთი შეთანხმება, რომელიც მას თავიდან აარიდებს სამხედრო კონფლიქტს.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპელი ძმები, შევთავაზოთ მათ ახალი ბალანსი, რომელიც უზრუნველყოფს სუვერენიტეტისა და მშვიდობის დაცვას.
ეს უნდა მოხდეს რუსეთის პატივისცემით და ამ დიდი ერისა და დიდი ქვეყნის თანამედროვე ტრავმების გათვალისწინებით“, - მოჰყავს ემანუელ მაკრონის სიტყვები რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს.
ასევე საინტერესოა:
🔵 კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, თიკა ქოქოშვილი სასწავლო პროგრამით “Meta”-ს ოფისს შეუერთდება
🔵 მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ისტორიული სირცხვილია, როცა დამპყრობლის საამებლად ამას აკეთებ!
1741616542
საზოგადოებაგორში 80 წლამდე კაცი მოკლეს
გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....
1741612495
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7776 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1741611656
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში
„რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში, რათა საქართველოსთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა შეეჩერებინათ“...
1741610593
ახალი ამბები„ჯგუფებმა, რომლებიც მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციას იყვნენ ამოფარებულები, ახლა გადაინაცვლეს ბალტიისპირეთის მიმართულებით - მათი ამოცანაა, გაგვაშაონ, სანქციები დაგვიწესონ და შემდეგ აგენტურა დასვან აქ“ - ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ეხმაურება მამუკა მდინარაძის Facebook პოსტს, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი წერს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან...
1741608776
ახალი ამბებიგიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩია...