კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, თიკა ქოქოშვილი სასწავლო პროგრამით “Meta”-ს ოფისს შეუერთდება

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, თიკა ქოქოშვილი 2022 წლის მაისიდან 10-კვირიანი სასწავლო - სამუშაო პროგრამით უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კორპორაციას “Meta”-ს შეუერთდება.  

Meta”-ს Facebook University პროგრამაში მოხვედრა თიკასთვის საკმაოდ კონკურენტული, თუმცა საინტერესო გამოწვევა იყო.

ყველაფერი რეზიუმეს გაგზავნით დაიწყო, რომელსაც ტექნიკური დავალებების ეტაპზე გადასვლა მოჰყვა.

ტექნიკური დავალებების წარმატებით შესრულების შემდეგ, თიკას ინტერვიუ დაუნიშნეს. გასაუბრების შემდეგ კი დადებითი პასუხი მიიღო. 

თიკამ ინტერვიუებისთვის მზადება ზაფხულში დაიწყო, რამაც შედეგი ნამდვილად გამოიღო და სექტემბერში ორი შეთავაზება მიიღო სასწავლო - სამუშაო პროგრამებზე კომპანიებში “Meta” და “Intuit”.

თიკამ არჩევანი “Meta” Facebook University პროგრამაზე გააკეთა და მათ გუნდს Software Engineer-ის პოზიციაზე შეუერთდა.

თიკას საშუალება ექნება გაეცნოს “Meta”-ს სამუშაო გარემოს, გაიუმჯობესოს უნარები და გაიღრმაოს ცოდნა თავის სფეროში.  კომაროვში სწავლის პერიოდი თიკასთვის საინტერესო მიღწევებით იყო სავსე.

2019 წელს იყო პირველი ქართველი მონაწილე ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო საზაფხულო სკოლასა (ISSYP, კანადა) და მეცნიერების საზაფხულო სკოლა “S3++”-ში ხორვატიაში. 2018 წელს, ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაზე (EGMO, იტალია) საქართველოს ნაკრების ოთხეულის ერთ-ერთი წევრი იყო.

ახალგაზრდა ნატურალისტთა საერთაშორისო ტურნირში (IYNT), რომელიც ჩინეთში ჩატარდა, თიკამ ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხოლო 2018 წელს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში “ქალები მეცნიერებაში (WiSci)”. 

თიკა ტექნიკური საგნებით დაინტერესებულ მოსწავლეებს პირველ რიგში ურჩევდა ისწავლონ თავიანთ თავზე მუშაობა. შეეცადონ, რეალისტურად განსაზღვრონ, კარიერის და ცოდნის მხრივ რა ეტაპზე არიან და ეცადონ დაგეგმონ შემდეგი ნაბიჯები.

მისი მოსაზრებით,  მიზნების მისაღწევად გარდა ბევრი შრომისა, მნიშვნელოვანია კომპეტენტური ადამიანებისგან გამოცდილების გაზიარება, რათა მეტი და სიღრმისეული ინფორმაცია მივიღოთ ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე.

ასევე, თიკა მიიჩნევს, რომ ზაფხულის დასვენება საუკეთესო დროა სწავლისა და მუშაობისთვის. მისი წარმატებაც სწორედ ზაფხულის არდადეგებზე ინტერვიუების მზადებისას დაიწყო. 

კორპორაცია “Meta” მოიცავს ყველასთვის კარგად ნაცნობ სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებს: Facebook, Instagram, WhatsApp.  

თიკა ქოქოშვილი სკოლის დასრულების შემდეგ სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით University of Pennsylvania-ში აგრძელებს.  პენსილვანიის უნივერსიტეტი, Ivy League-ის წევრი უნივერსიტეტია; Ivy League-ში ამერიკის რვა ყველაზე პრესტიჟული და რჩეული უნივერსიტეტი შედის. პენსილვანიის უნივერსიტეტი ბენჯამინ ფრანკლინმა დააარსა და მეოთხე უძველესი უნივერსიტეტია ამერიკაში".

ინფორმაციას კომაროვის სკოლა ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს.

ასევე საინტერესოა:

🔵 მამა ილიას საზოგადოების დახმარება სჭირდება – მისი მდგომარეობა დამძიმდა

🔵 მამა პეტრე: ქრისტეს არ სჭირდება ფსალმუნების დაზეპირება, კელაპტრების აბრიალება, თუ ქრისტეს შვილის განადგურება და მიწასთან გასწორება განიზრახე

🔵 ძლიერი ქარის გამო, მილანში განგაშის ნარინჯისფერი სიგნალი ჩაირთო, ძლიერ დაშავდა 76 წლის მამაკაცი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741254513

მსოფლიო

ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს

ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ...

 სპეცრაზმი  სპეცრაზმი

1741253103

მსოფლიო

ილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია

ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...

ილონ მასკი

1741252033

ახალი ამბები

შსს - გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებ...

შსს

1741250527

ახალი ამბები

საქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით, 62 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეად...

საქსტატი

1741248563

მსოფლიო

ქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში მასშტაბური ხანძარია

ნიდერლანდების ქალაქ არნემში, ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ შენობაში ღამით ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მე-18 და მე-19 საუკუნეების ათობით სახლს მოედო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ხანძარი...

ქალაქ არნემი