მაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება

ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, თუ ცეცხლის შეწყვეტა მიღწეული იქნება, ძალიან რთული იქნება იმის შემოწმება, რომ ფრონტის ხაზი დაცულია. აქედან გამომდინარე, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან, ჯარები მხოლოდ შემდეგ ეტაპზე განალაგონ.
„უახლოეს კვირებში უკრაინის მიწაზე ევროპული ჯარები არ იქნება. საკითხავია, როგორ გამოვიყენოთ ეს დრო, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, მოლაპარაკებებს, რომელიც რამდენიმე კვირას გაგრძელდება და შემდეგ, როგორც კი მშვიდობა გაფორმდება, [ჯარების] განლაგება მოხდება“, - განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპას მშვიდობა სურს, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად - როდესაც უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს.
1741005544
მსოფლიოაშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ზელენსკის უკრაინაში ოპოზიციისა და მედიის დევნაში ადანაშაულებს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, უკრაინაში ოპოზიციური პარტიები და მედია იდევნება, ხოლო რელიგიური თავისუფლება იზღუდება. „ჩვენ ვსაუბრობთ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე, მათ შორი...
1741003361
საზოგადოებაეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიური ონლაინგამოფენა მიუძღვნა
კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სპორტული კომენტატორის, ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ონლაინგამოფენა მიუძღვნა. საქართველოს ეროვ...
1741001817
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: სამი წლის განმავლობაში უამრავი სირთულე გავიარეთ და საქართველოს მოქალაქეებს ეს ყველაფერი კარგად ახსოვთ, ჩვენი პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკა უალტერნატივოა. მაჭავარიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რომ გადაედგა ის ნაბი...
1741000644
ახალი ამბები„დიდთოვლობის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვლება და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით - ლევან ჟორჟოლიანი
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისიები, რომლებიც დაითვლიან, დიდთოვლობის გამო, თუ რა ოდენობის ზიანი მიადგა ამა თუ იმ ოჯახს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინი...
1740998921
ახალი ამბებიკახა კალაძე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონისა და FARA-ს მნიშვნელობაზე: ყველას მოუწევს დაექვემდებაროს იმ ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდება
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ კანონპროექტები, რომელთა განხილვას საქართველოს პარლამენტი დღეს შესაბამის კო...