„მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს, არის თუ არა პუტინი დაინტერესებული უკრაინაში მშვიდობით“ - მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მომდევნო დღეები და კვირები განსაზღვრავს, არის თუ არა კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი სერიოზულად დაინტერესებული უკრაინაში მშვიდობით.

ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ პუტინი მზადაა მოლაპარაკებისთვის და ბრძოლის დასასრულებლად, რუბიომ განაცხადა, რომ ზარს უნდა მოჰყვეს ქმედება.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა ვლადიმერ პუტინთან გასულ კვირას და ამ საუბარში ვლადიმერ პუტინმა გამოხატა თავისი ინტერესი მშვიდობისადმი და პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ დასრულდეს ეს კონფლიქტი ისე, რომ იყოს გრძელვადიანი და დაიცვას უკრაინის სუვერენიტეტი და ეს არის ხანგრძლივი მშვიდობა... ეს სწორი გადაწყვეტილებაა. მომდევნო რამდენიმე კვირა და დღე განსაზღვრავს რამდენად სერიოზულია ეს მისი განცხადება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო

მან დასძინა, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი ამ პროცესში, მაგრამ „გასავლელი ჯერ კიდევ დიდი გზაა“.

„კიდევ ერთხელ, მშვიდობა ერთი სატელეფონო ზარით არ დამყარდება, ერთი შეხვედრა არ კმარა. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა წინ. მაგრამ მჯერა, რომ ყველაზე გრძელი გზაც კი პირველი ნაბიჯით იწყება. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ, იმედია რამე კარგი. ეს ომი უკვე დიდი ხანია, გრძელდება. ეს რთულია, კომპლექსურია, ომი სისხლიანი იყო, ძვირი დაჯდა. ასე რომ, არ იქნება ადვილი ასეთი კონფლიქტის დასრულება და არიან სხვა მხარეებიც, რომლებსაც აქვთ თავიანთი მოსაზრებები ამის შესახებ“, - დასძინა რუბიომ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1742222226

საზოგადოება

აშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება

2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1742220580

ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანამდევ კანონპროექტებთან ერთად. კანონპროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწ...

საქართველოს პარლამენტი

1742218825

მსოფლიო

საფრანგეთში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა - დაღუპულია 2 ჯარისკაცი

საფრანგეთში, პას-დე-კალეს რეგიონში მატარებელი და  სამხედრო მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ Le Figaro იტყობინება. ფრანგული მედიის ცნობით, შემთხვევის...

 მატარებელი ავტომობილს შეეჯახა

1742216890

ახალი ამბები

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7759 ლარი გახდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7759 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7755 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კუ...

ლარის კურსი, ვალუტა

1742216196

საზოგადოება

რიგის „ევროპის თასზე“ საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა

რიგაში ევროპის 2025 წლის თასის გათამაშება გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მედლებისათვის ბრძოლაში დავით გო...

ევროპის თასი