მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე მსოფლიო საპატრიარქოს ფეისბუკგვერდზე ქართულ ენაზეც გამოქვეყნდა.
„ექსკლუზივტივი“ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ეპისტოლეს უცვლელად გთავაზობთ:
„წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი
ეკლესიის სისავსეს მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი ქრისტე მაცხოვრისაგან
თანამწირველნო ძმანო და კურთხეულნო შვილნო,
ისევ მივიწიეთ ჩვენდამი მაღლით გარდამომხილველი ქრისტე მაცხოვრის ხორციელად შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან, და განვადიდებთ მის ზეციურ სახელს ფსალმუნებითა და საგალობლებით. ღმრთის პირველსაუკუნეთა სიტყვის განკაცება ჩვენი ცხონების დასაბამი და ღმრთაებრივ-ადამიანური ზიარების ზესიტყვიერი მარადიული საიდუმლოა. როგორც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი დიდებულად ბრძანებს, ღმერთი „როგორც კაცთმოყვარე, ადამიანის არსებისაგან ჭეშმარიტად გახდა ადამიანი. თუ როგორ გახდა იგი ადამიანი, მუდამ გამოუთქმელად დარჩება, ვინაიდან ზეადამიანურად გახდა ადამიანი“. [1]
საღმრთო განკაცება, ღმრთის შესახებ ჭეშმარიტების გაცხადებასთან ერთად, გამოაცხადებს ადამიანის ჭეშმარიტებასა და მის საბოლოო მიზანს - მადლით განღმრთობას. წმიდა ნიკოლოზ კაბასილა ღმრთისმეტყველურად აცხადებს რომ ქრისტემ „ჭეშმარიტი ადამიანი და მისი მიზანი პირველმა და ერთადერთმა გამოაჩინა“.[2] ამგვარად, ის, ვინც პატივს მიაგებს ღმერთს, მოვალეა, რომ პატივი სცეს ადამიანსაც, და ის, ვინც ამცირებს ადამიანს, უპატიოდ იქცევა ღმთის მიმართ, რომელმაც ჩვენი ბუნება მიიღო. ქრისტეშია ღმრთის შესახებ ღმრთისმეტყველების სიტყვა და მასშივეა ადამიანის შესახებ სიტყვაც. ღმრთის განკაცებული განგებულება საბოლოოდ წარხოცავს დესპოტი, დამსჯელი და ადამიანის მოწინააღმდეგე ღმერთის ხატს. ქრისტე ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში უარყოფს ადამიანის უარყოფას და იცავს მის თავისუფლებას. ეკლესიის ცხოვრება, როგორც ღმრთის განკაცებული ძისა და სიტყვის მიღებული სხეული,[3] წაროაჩენს, გამოხატავს და ემსახურება ღმრაებრივ-ადამიანურობის ამ ყოვლადმაცხოვნებელ საიდუმლოს.
ადამიანის ქრისტეში ახალქმნისა და მთელი შესაქმის განახლების ბაირაღით, ეკლესია დღესაც იძლევა კეთილ მოწმობას იმ ყველა გარემოებათა მიმართ, რომლებიც ადამიანური პიროვნების სიწმიდესა და შემოქმედების სიმრთელეს ემუქრებიან; ეკლესია ღაღადებს და ქადაგებს ნამდვილი სულიერი ცხოვრების ჭეშმარიტებას, სიყვარულისა და სოლიდარობის კულტურას; იძლევა სიტყვას: „თქვენ შორის სასოების“ (შდრ. 1პეტრ. 3, 15) შესახებ; სრულებით არ მიიჩნევს, რომ თანამედროვე კულტურა ახალი, ცოდვიანი ნინევიაა და იონასგან განსხვავებით, არ ითხოვს მასზე ღმრთის მრისხანების მოწევას, არამედ იღწვის მისი ქრისტეში ფერიცვალებისათვის. ჩვენს ეპოქაში საჭიროა სამწყემსო ხედვა, დიალოგი და არა კამათი, ჩართულობა და არა თავის არიდება, კონკრეტული ქმედება და არა განყენებული თეორია, შემოქმედებით მიმღებლობა და არა საყოველთაო უარყოფა. ეს ყველაფერი სულიერებითა და ლიტურგიული ცხოვრების ხარჯზე კი არ მოქმედებს, არამედ წარმოაჩენს საეკლესიო მყოფობისა და მოწმობის ორი განზომილების - ეგრეთწოდებული „ვერტიკალისა“ და „ჰორიზონტალის“ განუყოფელ ერთობას. ეკლესიის გარდამოცემის სარწმუნოობა წარსულზე მიჯაჭვა კი არაა, არამედ წარსულის გამოცდილების აწმყოში ჯეროვნად შეფასება.
კაობრიობა მიმდინარე წელსაც გატანჯა კოვიდ19-ის ვირუსულმა პანდემიამ. ვადიდებთ მოწყალების ღმერთს, რომელმაც გააძლიერა სპეციალისტები და მეცნიერები, რომ კრიზისის დასაძლევად შედეგიანი ვაქცინები და სხვა წამლები შეექმნათ; ჯერ კიდევ აუცრელ მორწმუნეებს მოვუწოდებთ, რომ აიცრან და ყველამ მისდიოს სანიტარული უწყებების მიერ რეკომენდირებულ თავდაცვით ზომებს. მეცნიერება, თუკი იგი ადამიანს ემსახურება, ღმრთის ძვირფასი საჩუქარია. გვმართებს მადლიერებით მივიღოთ ეს საჩუქარი და უცოდინართა, თვითმარქვია „ღმრთისაგან მოვლენილებად“ და „ჭეშმარიტი სარწმუნოების სულიერ მრჩეველთა“, სინამდვილეში კი მოყვასის სიყვარულის არქონის გამო თვითგანადგურებულთა უპასუხისმებლო ჭორებით არ წავირთვათ სიცოცხლე, რომელსაც დიდ საფრთხეს უქმნიან ისინი.
უძვირფასესო ძმებო და უსაყვარლესო შვილებო,
იმ მყარი რწმენით, რომ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებასა და მთელი კაცობრიობის მსვლელობას სიბრძნისა და სიყვარულის ღმერთი მიუძღვება, ველოდებით ახალ, ბედნიერ 2022 წელს, რომელიც მიუხედავად არსებული ვითარებებისა და გარემოებებისა, ყოველი ჩვენგანისათვის საცხოვნებელი წელი იქნება, ვინაიდან ამ წლის მოვლენათა მსვლელობასაც კაცთმოყვარე და ყოველივეს განმგებელი ქრისტე წარმართავს, „რომელსაც ნებავს ყოველთა კაცთა ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა“ (1 ტიმ. 2, 4).
უფლის სათნოჩენით, მომავალი წლის წმინდა და დიდ შვიდეულში, ჩვენს ყოვლადპატიოსან ცენტრში - საპატრიარქოში - ჩატარდება წმიდა მირონის კურთხევის მსახურება. ჩვენი სიმდაბლის მიმართ ღვთის განუმეორებელ წყალობად მივიჩნევთ, რომ ჩვენი პატრიარქობის განმავლობაში მეოთხედ ჩავატარებთ ამ სადღესასწაულო მსახურებას. დიდება ღმერთს ყველაფრისათვის!
ამ განცდებით, ღმრთისმოშიშებით ვცემთ თაყვანს ბეთლემში შობილ ჩვილ იესოს, მივაპყრობთ ჩვენს ყურადღებას იქაური ქრისტიანი ძმებისაკენ და ვლოცულობთ წმიდა მიწაზე ყოველი მცხოვრების მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაარსებობისათვის.
თითოეულ თქვენთაგანს, ახლობლებსაც და შორეულებსაც, გისურვებთ კურთხეულ თორმეტდღეულს და ჯანმრთელ, ნაყოფიერ, კეთილი საქმეეებითა და საღმრთო წყალობით აღსავსე ახალ წელს უფლის სიტკბოებისა, რომლისაც არის დიდება და სიმტკიცე დაუსრულებელი საუკუნეების მიმართ. ამინ“.
ასევე საინტერესოა:
🔵 კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 44 წელი შესრულდა
🔵 საქართველოში ვატიკანის ელჩის, ჟოზე აველინო ბეტანკურის საშობაო მილოცვა
🔵 საშობაოდ დაგეგმილი ასობით ავიარეისი გადაიდო „ომიკრონის“ გავრცელების გამო აშშ-ში
1738259452
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: თურმე, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელები გმირები არიან. ეს ყველაფერი დაიწყო სალომე ზურაბიშვილის იმ შეწყალებით, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი გმირად რომ აქცია
ერთი განცხადება ვერ მოვისმინე ქვეყნების წარმომადგენლებიდან, უბრალოდ რომ ეხსენებინათ, რა სჭირდათ პოლიციელებს, იმ ასეულობით გმირ ბიჭებს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...
1738259353
ახალი ამბებიტრამპმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონის სიახლოვეს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 67-ვე ადამიანი დაიღუპა
ვაშინგტონის სიახლოვეს მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა და ბორტზე მყოფი 67-ვე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმ...
1738258287
ახალი ამბები„კალმარის თამაშების“ მესამე სეზონი Netflix-ის პლატფორმაზე 2025 წლის 27 ივნისს გამოვა
სამხრეთკორეული სერიალის, „კალმარის თამაშების“ მესამე და ბოლო სეზონი Netflix-ის პლატფორმაზე 2025 წლის 27 ივნისს გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ Netflix-ი ავრცელებს. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამ...
1738256000
სპორტიფიგურული ციგურაობა - ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ ნიკა ეგაძე მეორე ადგილზეა
ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა შორის ქართველი ნიკა ეგაძე ასპარეზობს, რომელმაც მოკლე პროგრამა საკმაოდ მაღალი შეფასებით 91.94 ქულით დასრულა, მეორე ადგილზე გავიდა და მცირე ვერცხლის მე...
1738253272
საქართველოთბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა
თბილისის ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. აღნიშნული აქტივობა კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, თუ რამდენად მნიშვ...