ქალთა წინადაცვეთა - ბარბაროსული აქტი, რომელსაც ყველა ჰგმობს, მაგრამ დღესაც 200 მილიონამდე ქალია მისი მსხვერპლი

"ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი გოგონა ხდება ქალთა წინადაცვეთის ტრადიციის მსხვერპლი. ოპერაცია ხშირად არასათანადო პირობებში ტარდება, რაც ძალიან სახიფათოა მათი ჯანმრთელობისთვის. 

ამ პრაქტიკას სამწუხაროდ არაერთ ქვეყანაში მიმართავენ, ის არის დამამცირებელი ქალისთვის და ანგრევს მის ორგანიზმს. გზებზე ხშირად ვხედავთ გოგონებს, რომლებიც არ არიან თავისუფლები. ისინი თავიანთი მწვალებლების მონები არიან, რომლებსაც თუ ეს გოგონები ფულს არ მიუტანენ, სასტიკად ეპყრობიან.

კარგად უნდა დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე, ეს არის კაცობრიობის სირცხვილი. გამოვხატავ ჩემს გულისტკივილს და მოვუწოდებ აქტიური მოქმედებისკენ იმ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ პრობლემის გადაჭრის საკითხში," განაცხადა რომის პაპმა ქალთა წინადაცვეთის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბარბაროსულ აქტთან, რომელიც XXI საუკუნეშიც კი, წარმატებით ხორციელდება დაახლოებით 30 ქვეყანაში, მიუხედავად საკანონმდებლო დონეზე აკრძალვისა.

ქალთა წინადაცვეთა განსაკუთრებით აზიის და  აფრიკის ქვეყნებში გვხვდება, მაგრამ ის ჯერ კიდევ გავრცელებულია სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში. არაზუსტი ინფორმაციით, მსგავსი ტიპის ვანდალური ოპერაციის მსხვერპლი 200 მილიონამდე ქალი ცხოვრობს მსოფლიოში.

რამდენიმე წლის წინ, შემაშფოთებელი სტატისტიკა იყო სუდანში და სომალიში – წინადაცვეთილ გოგონათა რიცხვი აღწევდა 98%–ს! ამ ქვეყნებში მიაჩნიათ, რომ კლიტორის მოკვეთის გარეშე გოგონა ჩამოყალიბდება მსუბუქი ყოფაქცევის ქალად.

ისტორიულად ქალთა წინადაცვეთას რიტუალური მნიშვნელობა ჰქონდა.

დღესდღეობით კი უფრო ყოფით მორალური მნიშვნელობა აქვს და მიიჩნევენ, რომ ამ გზით გოგონა შეინარჩუნებს თავის ზნეობრიობას და ჩანასახშივე აღკვეთს იმგვარ სექსუალურ აქტივობას, რომელმაც მასში შეიძლება მასტურბირების მოთხოვნა გამოიწვიოს. ასევე, მათი აზრით, წინადაცვეთის შემდეგ ქალი გახდება თვინიერი, მორჩილი და არ უღალატებს ქმარს.

ქალთა წინადაცვეთის ტიპები:

ტიპი I: კლიტორის ამოკვეთა (კლიტორიდექტომია) და/ან კლიტორის კაპიშონის ამოკვეთა:
ქვეტიპი Ia — მხოლოდ კლიტორის კაპიშონის ამოკვეთა;
ქვეტიპი Ib — ხორციელდება აგრეთვე კლიტორის ამოკვეთა.

ტიპი II — კლიტორისა და სასქესო ბაგეების ამოკვეთა:
ქვეტიპი IIa — ხორციელდება მხოლოდ მცირე სასქესო ბაგეების ამოკვეთა;
ქვეტიპი IIb — ხორციელდება მცირე სასქესო ბაგეებისა და კლიტორის ამოკვეთა;
ქვეტიპი IIc — ხორციელდება მცირე, დიდი სასქესო ბაგეებისა და კლიტორის ამოკვეთა.

ტიპი III — ინფიბულაცია („ფარაონული წინადაცვეთა“) — ოპერაციები, რომლის მსვლელობისას ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ან დიდი ან მცირე სასქესო ბაგეების ამოკვეთა. შემდეგ ხდება ჭრილობების მიჯრა (გაკერვის ან ფეხების შეკვრის დროს), იკეტება კლიტორი, ურეტრის ხვრელი და საშოში შესასვლელი. რჩება პატარა ხვრელი.

ტიპი IV — ეს ტიპი აერთიანებს სხვა შემთხვევებს.

ამ ტიპის "ოპერაციებს" ხშირ შემთხვევაში მოსდევს ფიზიკური პათოლოგიები: ანთებითი პროცესები, სისხლის მოწამვლა, უშვილობა, მშობიარობის გართულებები, მშობიარის სიკვდილი და საშინელი ტკივილები მთელი სიცოცხლის მანძილზე...

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741543285

საზოგადოება

კახეთში 14 წლის გოგომ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა

უმძიმესი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა. ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო. შემზარავი ისტორია ამით...

დანაშაული

1741543032

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მოხარულები ვართ, რომ აშშ-ისთვის არ მოგვიწევს იმის მტკიცება, სულ არსებობს 2 სქესი - კაცი და ქალი და სხვანაირად ვერ იქნება

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ღირებულებებსა და აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის თანხვედრაა.  დეპუტატის თქმით, გენდერი...

ლევან მაჭავარიანი

1741538557

ახალი ამბები

ბაჩო ოდიშარია: სირიაში ათასზე მეტი ადამიანი მოკლა ევროკავშირის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პროდასავლურად გამოცხადებულმა და მხარდაჭერილმა ახალმა ხელისუფლებამ

„ასადის პრორუსულობის ბრალდებით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებაში მოსული ტერორისტები, მათთვის პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით მიუღებელ მოქალაქეებს ქუჩებში ხოცავენ და ამა...

ბაჩო ოდიშარია.  

1741534941

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე

 რატომ არ ასაჯაროებს ISFED- ი წინასწარი კვლევის შედეგებს, ამას პასუხი 2020 წლის არჩევნებზე გაეცა, თუ რა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკურად ანგაჟირებულ ე.წ. „ენჯეოსთან“ გვქონდა საქმე. მათი იმიჯი 2020 წლის...

ირაკლი კირცხალია

1741532232

სპორტი

ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე და თუშიშვილის კარგი დაბრუნება

ავსტრიის გრან-პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება. ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობ...

თიშიშვილი