ქვრივის იძულებით დაქორწინება არ შეიძლება - "თალიბანმა" ქალთა უფლებებზე ახალი განკარგულება გამოსცა

მოძრაობა “თალიბანმა” ქალთა უფლებების შესახებ მორიგი სპეციალური განკარგულება გამოსცა. ამის შესახებ მოძრაობის წარმომადგენელმა, ზაბიჰულაჰ მუჯაჰიდმა განაცხადა. განკარგულების ტექსტი მოძრაობის მიერ დაარსებულ ინტერნეტ-რესურსებზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოძრაობის ხელმძღვანელობა ყველა შესაბამის თანამდებობის პირს, რელიგიურ მეცნიერსა და ტომის უხუცესებს ავაებს, გადადგას სერიოზული ნაბიჯები ქალების შემდეგი უფლებების რეალიზებისთვის: ქორწინება მოითხოვს ზრდასრული ქალის თანხმობას, ვერავინ აიძულებს ქალს დაქორწინებას.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, “ქალი სიმდიდრე კი არ არის, არამედ კეთილშობილი და თავისუფალი ადამიანია“, ვერავინ შეძლებს, ის ვინმეს მისცეს რაიმე სარგებლის სანაცვლოდ.
“ქმრის გარდაცვალების შემდეგ, შარიათის იდდას ვადის გასვლის შემდეგ (ოთხი თვე და ათი ღამე ან ორსულობა), ქვრივის იძულებით დაქორწინება არ შეიძლება“, – ხაზგასმულია ბრძანებულებაში.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვრივ ქალს აქვს უფლება, მიიღოს მზითევი ახალი ქმრისგან.
“ქალს აქვს უფლება, მიიღოს სამკვიდრო ფიქსირებული წილი ქმრის, შვილების, მამისა და სხვა ნათესავების ქონებაში. ამ უფლებას მას ვერავინ წაართმევს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ ყველა, ვინც რამდენიმე ქორწინებაში იმყოფება, ვალდებულია ყველა ქალს უფლებები შარიათის შესაბამისად მიანიჭოს და მათ შორის ურთიერთობებში სამართლიანობა დაიცვას.
ჰაჯისა და რელიგიის საკითხთა სამინისტროს ევალება, წაახალისოს მეცნიერებისა და მქადაგებლების საუბრები იმის შესახებ, რომ ქალების ჩაგვრა და მათი უფლებების უარყოფა ალაჰის რისხვას გამოიწვევს.
ინფორმაციისა და კულტურის სამინისტროს ევალება, მუდმივად გაავრცელოს ქალთა უფლებებთან დაკავშირებული სასარგებლო მასალები, წერილობით და აუდიო ფორმატში, საკუთარი საშუალებების გამოყენებით.
ასევე წაიკითხეთ:
🔵მიშას მდგომარეობა უკან უკან მიდის - გიული ალასანია
🔵იტალიაში, ქართველი ემიგრანტის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტს იტალიური მედია ეხმიანება
🔵თბილისში მოზარდის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი არასრულწლოვანი დააკავა
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...