თბილისში მოზარდის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი არასრულწლოვანი დააკავა
პოლიციამ თბილისში მომხდარი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ორი პირი
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ , მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ. რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს.
მიყენებული დაზიანების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
1738437327
ახალი ამბებიდავით კაჭარავა: მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს არანაირი კვეთა რაგბისთან ცხოვრების მანძილზე არ ჰქონია, ამხელა ინვესტიცია და ქველმოქმედება განახორციელა, ძალიან კარგია, რომ ეს დაუფასა მსოფლიო რაგბიმ
პარლამენტის წევრი, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა ბიძინა ივანიშვილის მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობის, მათ შორის, რაგბის მხარდაჭერას მედიასთან ეხმაურება. მისი თქმით, დღევანდელ რეალობაში, ს...
1738434891
მსოფლიოპოლტავაში იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა - ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ
უკრაინის ქალაქ პოლტავაში დილის საათებში განხორციელებული იერიშის ადგილზე ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები. როგორც UNIAN წერს, მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. შეგახსენებთ, რაკეტ...
1738433308
ახალი ამბებიგალერია თბილისში მეორე სართულიდან კაცი გადავარდა
გალერია თბილისის შიდა ტერიტორიაზე, მეორე სართულიდან კაცი გადმოვარდა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა უცნობია. თვითმხილველის მიერ გადაღებული ფოტო შემთხვ...
1738432581
სპორტივაჟა მარგველაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ვაჟა მარგველაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი სპორტსმენი, მურად ჩოპანოვი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს, საქართველოს დელეგაციისთვის 2025 წლის პარიზის გრან...
1738429090
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი PACE-ს რეზოლუციაზე: ეს იყო სრულიად გაუგებარი და საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი რეზოლუცია
დავით მათიკაშვილმა მედიასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ისაუბრა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს იყო სრულიად გაუგებარი და საქართვე...