რუსი მილიარდერისთვის ჩამორთმეული 75 მილიონ დოლარიანი სუპერიახტა გიბრალტარში აუქციონზე გაიყიდება

63 მილიონი ფუნტის (75 მილიონი დოლარი) ღირებულების სუპერიახტა, რომელიც რუს მფლობელს სანქციების გამო ჩამოერთვა, გიბრალტარში აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ BBC წერს.

იახტა Axioma გიბრალტარში მარტში მას შემდეგ დააკავეს, რაც აშშ-ს ბანკმა JP Morgan-მა განაცხადა, რომ მისმა მფლობელმა, დიმიტრიევიჩ პუმპიანსკიმ, 17 მილიონი ფუნტი (20 მილიონი დოლარი) სესხი ვერ გადაიხადა.

72,5 მ სიგრძის გემი აუქციონზე სამშაბათს გავა და რადგან ის მხოლოდ ერთი დღით გავა აუქციონზე, მოსალოდნელია, რომ მის სავარაუდო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაიყიდება.

ეს იახტა კაბინაში 12 ადამიანს იტევს.

იახტას აქვს საცურაო აუზი, ჯაკუზი, სპა, 3D კინო და ეკიპაჟის 20 წევრისთვის განკუთვნილი სივრცე.

ეს არის პირველი ჩამორთმეული ძვირადღირებული იახტა, რომელიც გაიყიდება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ.

ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მოითხოვა, რომ ჩამორთმეული ქონების გაყიდვიდან შემოსული თანხა გამოიყენონ უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად.

თუმცა, სავარაუდოდ, Axioma-ს გაყიდვიდან მიღებული თანხა JP Morgan-ს გადაეცემა.

პუმპიანსკი არის ფოლადის მილების მწარმოებელი OAO TMK-ის მფლობელი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია “გაზპრომის” მიმწოდებელია.

58 წლის ბიზნესმენი, რომლის ქონება დაახლოებით 1,84 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵13 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ბრალდებული 18 წლის ბიჭი, მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

🔵რა გელოდება დღეს? - 21 აგვისტოს ჰოროსკოპი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745062253

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

 საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის დროით 14:50 საათზე დაფიქსირდა. აღნიშნულ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ონთან იყო. მიწის...

ააა

1745061592

საზოგადოება

აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1000-მდე ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს პარლამენტის წევრი დავით კოდუა წალენჯიხის მუნიციპალ...

დევნილები

1745057335

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი - ჯო უილსონის თავხედური განცხადება არის აღიარება, რომ ის „დიფ სთეითის“ შემადგენელი ნაწილია, არ მგონია, ეუთო-ს ხელმძღვანელობამ მისი განცხადებები გაითვალისწინოს

 არ მგონია, ეუთო-ს და ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ჯო უილსონის განცხადებები გაითვალისწინოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა....

გურამ მაჭარაშვილი

1745055552

მსოფლიო

ილონ მასკი: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ისტორიაში ყველაზე დიდი აფერაა

 აშშ შეიძლება ფინანსურ კრახამდე მივიდეს, თუ გააგრძელებს მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც ისტორიაში ყველაზე დიდ აფერად შეიძლება ჩაითვალოს, - განაცხადა აშშ-ის მთავრობი...

ილონ მასკი

1745055220

ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 19 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისღრმაღელეს სათავე ნაგებობასელექტროენერგიის მიწოდება ავარიულადშეუწყდა. აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 19 აპრილისდილის 11:30 საათიდან ნაძალადევისა და ისნისრაიონების მ...

წყალი