სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება - უცხოური მედია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, სამხრეთ აფრიკელი მეცნიერების მიერ აღმოჩენილი COVID-19-ის ახალი შტამის გამო საგანგებო სხდომას გამართავს.
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ვარიანტს აქვს მუტაციების უჩვეულოდ დიდი რაოდენობა.
"ოფიციალურმა პირებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება, რომ მუტაციამ შეიძლება გამოიწვიოს იმუნური აცილება და ვირუსის გაძლიერება.
მათი თქმით, ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ რა სახის გავლენა ექნება მუტაციებს ვაქცინის ეფექტურობაზე.
ასევე საჭიროა მეტი კვლევების ჩატარება, რათა გავიგოთ ვარიანტის კლინიკური სიმძიმე წინა ვარიანტებთან შედარებით", - ექსპერტებზე დაყრდნობით ციტირებს სიენენი.
"ჯერჯერობით აღმოჩენილი ახალი შტამი, სახელწოდებით B.1.1.529 აღმოჩენილია სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში და სამხრეთ აფრიკიდან ჰონკონგში ჩასულ მოგზაურში", - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
გამოცემის ცნობით, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ახალი შტამის გამო რამდენიმე ქვეყანა შეზღუდვებს აწესებენ.
ისრაელმა საკუთარ მოქალაქეებს სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში გამგზავრება აუკრძალა, ისრაელში ვერ შევლენ ამ რეგიონიდან ჩასული უცხოელებიც.
დღეიდან აფრიკის 6 ქვეყანასთან ავია-მიმოსვლას შეზღუდავს დიდი ბრიტანეთიც.
ეპიდვითარების გაუარესების გამო შეზღუდვები ხელახლა ამოქმედდა პორტუგალიაში, ჩეხეთში კი ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ამავე თემაზე:
🔵 ჩეხეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო დღეიდან საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...