„შესაძლოა, ეს ამ ტიპის ბოლო შეხვედრა იყოს“ - პოლონეთის თავდაცვის მინისტრი „რამშტაინის“ ფორმატის მომავალ შეხვედრაზე
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, ე. წ. „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა, რომელიც 9 იანვარს გერმანიაში, რამშტაინის ავიაბაზაზე შედგება, შესაძლოა, ამ ტიპის ბოლო შეხვედრა იყოს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, დიდი ალბათობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „ასეთი ღონისძიებების განსხვავებულ ფორმას“ წარმოადგენს, რადგან მიმდინარე ფორმატი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის შემუშავებულია.
„შესაძლოა, ეს ამ ტიპის ბოლო შეხვედრა იყოს, რადგან ახალი ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, ამ ღონისძიებების სხვა ფორმას შემოგვთავაზებს. მე ვთვლი, რომ NATO-მ უფრო მეტი ტვირთი უნდა ითავოს, როგორც ეს ახლა ხდება“, - ციტირებს ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის სიტყვებს 300 Polityka.
1736399592
მსოფლიოკაპიტოლიუმის შენობაში დააკავეს კაცი, რომელსაც რამდენიმე დანა ჰქონდა
პოლიციამ აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში დააკავა მამაკაცი, რომელსაც მაჩეტე და სამი დანა ჰქონდა, – ამის შესახებ “ბიბისი” წერს. კაპიტოლიუმის პოლიციის განცხადებით, შეიარაღებული მამაკაცი შენობაში შესვლას ცდი...
1736399479
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღიას ძირითად ბადეში ითამაშებს
მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციოს ფინალები მიმდინარეობს. ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში ორ სეტში დაამარცხა იტალიელი ფრანჩესკო პესარო (105-ე ნომერი) – 6:3, 6:3....
1736399127
საზოგადოებათავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაშვებულია
გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შენობებზე, ასევე, ყველა სამხედრო ქვედანაყოფში დაშვებულია სახელმწიფო დროშები. 9 იანვა...
1736369535
ახალი ამბებიგლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საქართველოს პარლამენტის შენობაზე, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელ...
1736368717
ახალი ამბებიგლოვის დღესთან დაკავშირებით, შს სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2025 წლის 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვ...