სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად არიან დაჭრილები - 12 სომეხი სამხედრო ტყვედ ჩავარდა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა ძალებმა 12 სომეხი სამხედრო ტყვედ აიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სომხური და აზერბაიჯანული მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ სროლის დაწყებაში.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები სახელმწიფო საზღვარზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ ფართო მასშტაბურ პროვოკაციებს აგრძელებენ, რასაც მათი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, ერთ-ერთ პოზიციაზე მათ განაიარაღეს სომეხი სამხედროები და დიდი რაოდენობით იარაღი ჩაიგდეს ხელში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი ჯერჯერობით სიტუაციის დეესკალაცია ვერ ხერხდება, სომხეთის მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის შემდეგ ბოლო ერთი წელია ყარაბაღსა თუ სომხეთ-აზერბაიჯანის სხვა სასაზღვრო მონაკვეთებზე სხვადასხვა მასშტაბის სამხედრო დაპირისპირებები პერიოდულად ხდება და სიტუაციის ბოლომდე დეესკალაცია ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ამავე თემაზე:

🔲 სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

🔲 სომეხმა სნაიპერმა ყარაბახში აზერბაიჯანელი სამხედრო მოკლა - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740809203

ახალი ამბები

„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი

„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...

პოლიტიკოსი

1740774385

ახალი ამბები

კონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა

 თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...

კონსტანტინე ზარნაძე

1740773270

მსოფლიო

მარკო რუბიო ტრამპს: მადლობა იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესებს იცავთ - ამერიკა თქვენთანაა!

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ მედიაში ეხმაურება. „მადლობა, პრეზიდენტო, იმისთვის, რო...

მარკო რუბიო

1740773148

მსოფლიო

თეთრი სახლის განცხადებით, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა

 თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა. როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვ...

ზოგადი

1740772308

მსოფლიო

ზელენსკი: მადლობა პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს - უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი დატოვა დონალდ ტრამპთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ. „მადლობა ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლ...

სსს