სომხეთის პრეზიდენტი გადადგა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა თანამდებობა დატოვა. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არმენ სარქისიანი აღნიშნავს, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება არ არის ემოციურ ფონზე მიღებული და ის გარკვეულ ლოგიკას მისდევს.
„უნიკალურ რეალობაში ვცხოვრობთ, რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ შეუძლია გავლენის მოხდენა ომისა და მშვიდობის საკითხებზე. რეალობაში, რომელშიც მას არ შეუძლია, დაადოს ვეტო კანონებს, რომელსაც ერისა და სახელმწიფოსთვის არამიზანმიმართულად მიიჩნევს. რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტობა განიხილება არა როგორც სახელმწიფოებრივი უპირატესობა, არამედ საფრთხე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისთვის. რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტს არ აქვს კონსტიტუციური ინსტრუმენტები, რითაც შეძლებს, ქვეყანას დახმარება აღმოუჩინოს. პრეზიდენტს არ გააჩნია ქვეყნისთვის ამ რთულ დროს საშინაო და საგარეო პოლიტიკის რადიკალურ პროცესებზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტები“, – ნათქვამია განცხადებაში.
არმენ სარქისიანის თქმით, სომხეთისთვის ამ რთულ დროს საჭიროა გააზრებული ქმედებების განხორციელება. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, სომხეთის არმიის ჯარისკაცებს, პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პირებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
1741605516
ახალი ამბები11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...
1741604917
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი
„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...
1741602716
ახალი ამბებისაქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 1...
1741601626
მსოფლიოგერმანიის რკინიგზამ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა
კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ეს რეკორდული ოდენო...
1741598279
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა: ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი!
ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი! - წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. „თქვენ რომ „ევროპულ" მომავალს იცავთ, ის გზა გლდანის ციხეში იწყება, ევროსკავშირის...