სტოლტენბერგი: თუ რუსეთი იმას გაუკეთებს უკრაინას, რაც 2008–ში საქართველოს, NATO უპასუხებს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ რუსეთი უკრაინისადმი ჩაიდენს ისედ ქმედებას, რაც ჩაიდინა საქართველოს მიმართ 2008–ში, ამას NATO უპასუხებს.

რაც უფრო მეტ აგრესიას ვნახავთ უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან, მით მეტ ჯარისკაცს გადასხამს NATO აღმოსავლეთ ნაწილებში,  ჩვენი წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე.

2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ჩვენ, ჩვენს საზღვრებთან უკრაინაში და ბალტიისპირა ქვეყნებში გადავსხით ჯარები, ასევე გავზარდეთ ჩვენი რაოდენობა პრიბალტიკაში და შავი ზღვის რეგიონში.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ გასაგები გახდეს ის, რომ თუ რუსეთი იზამს რაიმე ისეთს, რაც მან უკვე გაუკეთა საქართველოს 2008 წელს და იქამდე, 2014 წელს – უკრაინას, მაშინ მთელი ალიანსი ამას უპასუხებს.

თუ დაზარალებული იქნება ნატოს ქვეყანა, მაშინ ამოქმედდება მეხუთე მუხლი. მიზეზი, თუ რატომ გადავსხით ჩვენ შეიარაღებული ძალები ალიანსის აღმოსავლეთში, არის რუსეთისთვის იმის ჩვენება, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა გამოიყენა საომარი ძალები უკრაინისადმი 2014–ში, თუ რუსეთი კვლავ შეეხება უკრაინას აღმოსავლეთ ნაწილში, NATO იქ კიდევ უფრო მეტ ძალებს გადასხამს", – ამბობს იენს სტოლტენბერგი.

სტოლტენბერგის თქმით NATO–ს ჯარისკაცები, NATO–ს ტერიტორიაზე არიან და ჯერჯერობით ალიანსს არ აქვს გეგმა ისინი უკრაინაში გადასხას. 

24 იანვარს, გავრცელდა განცხადება, რომ NATO აღმოსავლეთ ევროპის შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად სამხედრო შეიარაღებას გზავნის.

ასევე, დღეს სამმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა როიტერსს განუცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების მობილიზებასთან ერთად რუსეთს სისხლის მარაგიც აქვს.

ამავე თემაზე:

🔳 Reuters: რუსეთს უკრაინის საზღვართან სისხლის მარაგი ჩააქვს

🔳 "უკრაინის არმია უნდა განვითარდეს, მიუხედავად იმისა, შევა თუ არა ეს სახელმწიფო ალიანსში" - ზელენსკი

🔳 ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, რომ მტკიცე რეაგირება მოახდინონ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741608776

ახალი ამბები

გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩია...

გიორგი ბაჩიაშვილ

1741607051

ახალი ამბები

„ტელეკომპანია „იმედის“ დატოვების შესახებ გავრცელებული ცნობა დეზინფორმაციაა“ - ნიკოლოზ წულუკიძე

გავრცელებული ინფორმაცია, რომ წამყვანმა ნიკოლოზ წულუკიძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა სიცრუეა. ამის შესახებ მან ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტო „ნიუს ჰაბს“ განუცხადა.  წულუკიძის განმარტებით, იგი ტე...

ნიკოლოზ წულუკიძე

1741606380

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი არჩევნებში გამოჩნდეს

„არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, თუ რა რეიტინგი აქვთ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...

ლევან მაჭავარიანი

1741605516

ახალი ამბები

11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...

 დაზიანებული გზა

1741604917

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი

„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...

ლევან მაჭავარიანი