ზელენსკი: ვლადიმერ პუტინი და სხვა ნაძირალები ცდილობენ, სხვას დააბრალონ მოსკოვის მახლობლად მომხდარი ტერორისტული აქტი

ცხადია, პუტინი და სხვა ნაძირალები უბრალოდ ცდილობენ, ეს სხვას დააბრალონ. მათ ყოველთვის აქვთ ერთი და იგივე მეთოდები. ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ სხვებს. ისინი შემოვიდნენ უკრაინაში, დაწვეს ჩვენი ქალაქები და ცდილობდნენ უკრაინის დადანაშაულებას. ისინი აწამებენ და აუპატიურებენ ჩვენს ხალხს და მათ ადანაშაულებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მათ ასიათასობით ტერორისტი მოიყვანეს აქ, უკრაინის მიწაზე, იბრძვიან ჩვენ წინააღმდეგ და არ აინტერესებთ, რა ხდება მათ ქვეყანაში. გუშინ ეს ყველაფერი მოხდა და ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მიეხედა, მათთვის მიემართა, ერთი დღის განმავლობაში გაჩუმდა – ფიქრობდა, როგორ დაეკავშირებინა უკრაინასთან. ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია. რუსები თუ მზად არიან, „კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ, პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შაბათს ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში ილაპარაკა „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ტერაქტთან დაკავშირებული ყველა პირი ნაპოვნია და დაკავებულია. პუტინის სიტყვებით, დაკავებამდე ისინი მიემართებოდნენ უკრაინისკენ, სადაც მათთვის უკრაინის მხრიდან თითქოს მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად. მას დეტალები არ დაუსახელებია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714207709

საზოგადოება

„დღეში ნახევარი საათი და ხელფასი 897 ლარი“ - ფრთხილად! ვრცელდება ახალი თაღლითური შეტყობინება

მობილურ ტელეფონებზე ახალი თაღლითური შეტყობინება იგზავნება, რომელიც META-ს სახელით ვრცელდება.  როგორც გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ, შეტყობინებაში თაღლითები იწერებიან, რომ თქვენ meta-ს გუნდში, როგორც...

თაღლითური შეტყობინება

1714206526

ჰოროსკოპი

მაისი - 2024 წლის ყველაზე ფეიერვერკული თვე - „თუ თქვენ მზად ხართ ახალ ჰორიზონტებს შეეჭიდოთ ახლა სწორედ ამის დროა“

„საოცარი მაისი გველოდება წინ, ყველა გაგებით. 1 - 6 მაისამდე ეფექტური პერიოდია, მარტივად შეძლებთ კონფლიქტების მოგვარებას, ყველა ჩიხიდან შეძლეთ გამოსვლას. 12 - 20 მაისამდე პერიოდი, საკმაოდ რთულია, აქ მა...

სოფია ბზეკალავა

1714201666

საზოგადოება

„ნეტავი, იქ თეატრი არის?“ - 27 აპრილი კახი კავსაძის გარდაცვალების დღეა

2021 წლის 27 აპრილს 85 წლის ასაკში კახი კავსაძე გარდაიცვალა. იგი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რა...

კახი კავსაძე

1714199655

მსოფლიო

ბაღდადში ერაყელი TikTok ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს

ბაღდადში ერაყელი TikTok ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC წერს. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი უცნობმა თავდამსხმელებმა მოკლეს“....

ერაყელი TikTok-ვარსკვლავი

1714198250

საზოგადოება

თბილისში თბილი ამინდი შენარჩუნდება - როგორი ამინდია მოსალოდნელი 27-29 აპრილს საქართველოში

27-29 აპრილს საქართველოში სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  თბილისში შენარჩუნებული იქნება თ...

მზიანი ამინდი