30-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული - ექიმი მამის მიერ დაჭრილ შვილზე

პაციენტს ბასრი საგნით 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული. ამჟამად, მისი მდგომარეობა კრიტიკულია -  მამის მიერ დაჭრილი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლინიკა „გორმედის“ ანესთეზიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ტატო ქაჯაიას ინფორმაციით, მოსალოდნელია უამრავი გართულება, რის გამოც ხდება მათი პრევენცია.

„დაზიანებები იყო მრავალგვარი და ბევრი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც იყო დაზიანებული, ეს არის მარჯვენა ფილტვი და პლევრა. ასევე, დაზიანებულია კუჭი, პანკრეასი, რამდენიმე ადგილას იყო გაჭრილი წვრილი ნაწლავი, შესაბამისად, გაკეთდა დიდი მოცულობის, ე.წ. ფართო მასშტაბის ოპერაცია. აღდგენილ იქნა ფილტვის ქსოვილის მთლიანობა და პლევრა დრენირებულია. კუჭი გაიკერა ორივე ადგილზე, პანკრეასი გაკერილია, სამწუხაროდ, მოხდა დაახლოებით ერთი მეტრი სიგრძის ნაწლავის ამოღება, რადგან დაზიანებები იყო იმდენ ადგილზე, რომ მისი შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

მთლიანობაში, პაციენტს ბასრი საგნით 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ამჟამად, მისი მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სირთულეს. შოკიდან პაციენტი ჯერჯერობით არ გამოსულა, მაგრამ ჩანს, რომ სტაბილიზაციის ფაზაში გადავდივართ. მოსალოდნელია უამრავი გართულება, ხდება ამ გართულებების პრევენცია, მაგრამ გარანტია, რომ მდგომარეობა არ გართულდება, არ არის. საერთო ჯამში რომ შევაფასოთ, პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული, შეინიშნება სტაბილიზაციის მცირე ელემენტები“, - ამბობს ქაჯაია.

გორში 47 წლის შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, პოლიციამ 82 წლის მამა დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 

დღის სხვა ამბები:

🔵 გორში მამამ შვილი დაჭრა

🔵 „ისე რა კაცურად იწყებ და როგორ ქალბატონივით ამთავრებ ხოლმე ვახუშტი“ - მსახიობი ბესო ზანგური ჟურნალისტ ვახო სანაიას ეხმაურება

🔵 „კვირა კარგი ამბებით დავიწყოთ“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე კორონავირუსზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741616542

საზოგადოება

გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს

გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა.  როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....

ზოგადი

1741612495

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7776 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1741611656

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში

„რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში, რათა საქართველოსთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა შეეჩერებინათ“...

ლევან მაჭავარიანი

1741610593

ახალი ამბები

„ჯგუფებმა, რომლებიც მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციას იყვნენ ამოფარებულები, ახლა გადაინაცვლეს ბალტიისპირეთის მიმართულებით - მათი ამოცანაა, გაგვაშაონ, სანქციები დაგვიწესონ და შემდეგ აგენტურა დასვან აქ“ - ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ეხმაურება მამუკა მდინარაძის Facebook პოსტს, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი წერს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან...

ირაკლი ზარქუა

1741608776

ახალი ამბები

გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩია...

გიორგი ბაჩიაშვილ