„არ შეიძლება, გარედან ვინმემ შენს ქვეყანაში დაგიფინანსოს რევოლუცია, ეს უკვე კრიმინალია“ - პრემიერი

დაფინანსება გამოიყოფოდა კონკრეტულ ორგანიზაციებზე, რომლებიც, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩართული იყვნენ რევოლუციურ ქმედებებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2022 წლის ივნისში, კონკრეტული ძალები იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას, შესაბამისად, ანგარიშვალდებული იყვნენ უცხოელი დონორების მიმართ, ავიდნენ რევოლუციურ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, რაც NGO-ს საქმე არ არის.
„რაც შეეხება მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერას, თუ არ ვცდები, საბოტაჟის მუხლით არის ასევე საქმე აღძრული, დაფინანსება და ა.შ. მე ზოგადად შემიძლია გითხრათ, რა არის პოლიტიკური სურათი. მე ვერც აქ ვერ შევალ სამართლებრივ მსჯელობაში, მაგრამ პოლიტიკური სურათი რა არის - დაფინანსება გამოიყოფოდა კონკრეტულ ორგანიზაციებზე, რომლებიც, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩართული იყვნენ რევოლუციურ ქმედებებში. მაგალითად გავიხსენოთ 2022 წლის ივნისი.
კონკრეტული ძალები იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას, ანგარიშვალდებული იყვნენ შესაბამისად დონორების მიმართ, ესენი იყვნენ უცხოელი დონორები. პირდაპირ ავიდნენ ეს კონკრეტული ორგანიზაციები რევოლუციურ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, რაც საერთოდ არ არის NGO-ს საქმე. პირდაპირ გარედან ფინანსებოდა ქართველოში რევოლუცია, რაც უკვე კრიმინალია.
ყველაფერი გვერდზე რომ გადავდოთ, არ შეიძლება, გარედან ვინმემ შენს ქვეყანაში დაგიფინანსოს რევოლუცია. ეს უკვე კრიმინალია. როდესაც შენ სხვა სახელმწიფოს ხელს უწყობ შენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფაში, ეს უკვე დანაშაულია პოლიტიკური თვალსაზრისით და რაც შეეხება სამართლებრივ დანაშაულს, ამას დაადგენს ისევ და ისევ პროკურატურა. ეს არ არის ჩემი შესაფასებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1742488066
სპორტისომხეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგ...
1742485211
მსოფლიოზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ თავის ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა. როგორც ზ...
1742484164
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომა კვირიკაშვილმა დაიწყო და გახარიამ გააგრძელა
„დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ძალიან სწორად ახსნა პროცესი თუ რა მოხდა, როდესაც კვირიკაშვილის ხელდასმით „ქართულ ოცნების“ სიებში და სახელმწიფო სტრუქტურებში მოხდა ლიბერალური დესანტის...
1742481940
მსოფლიოჩინეთში კანადის 4 მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს
ჩინეთის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა კანადის ოთხი მოქალაქე, რომლებიც ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით იყვნენ დაკავებული. აღნიშნულის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით...
1742481162
საზოგადოებალევან მახაშვილი ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე: არაერთი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ პირდაპირ, თუ ირიბად მოხდეს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენა
არაერთი ნაბიჯი იდგმება იმისთვის, რომ პირდაპირ, თუ ირიბად მოხდეს ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენა, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ნიკა გილაურის მიერ ამერიკის შე...