ალექსანდრე წულაძე: ბოლო ერთი წლის მანძილზე ასამდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა განხორციელდა. მშენებლობის გარდა, 400-მდე სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციაც მოხდა

20 მარტი 14:30 საზოგადოება

ბოლო ერთი წლის მანძილზე ასამდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა განხორციელდა. მშენებლობის გარდა, განვახორციელეთ 400-მდე სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციაც, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ „დღის ქრონიკაში“.

„დღეს კახეთის რეგიონში სამ განახლებულ სკოლაში დაიწყო და გაგრძელდა სწავლა. ჩვენთვის მთავარია არა მარტო ის, რომ განახლდა ინფრასტრუქტურა, არამედ კონცეპტუალურად განახლდა სასკოლო პროცესი. განახლებულ შენობებში იქნება როგორც ციფრული, ისე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. ყველა განახლებულ სკოლაში არის მოწყობილი როგორც ექთნის, ექიმის კაბინეტი, ასევე სხვა საჭიროების მქონე ბავშვებისათვის სპეციალური რესურს ოთახები. ეს არის აბსოლუტურად განახლებული კონცეფციით შექმნილი სკოლები. მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს განათლების სამინისტრო ახორციელებს ახალი სასკოლო სტანდარტების დამტკიცებას, შესაბამისად, განვაახლებთ იმ სასკოლო პროგრამებს, რომელიც ხორციელდება საბაზო საფეხურზე საჯარო სკოლებში. განათლების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ზრუნვის საგანია მასწავლებლები, მათი კვალიფიკაცია და სამუშაო გარემო. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან ბევრი და სასიამოვნო სიახლეები დაგეგმილი, მქონდა საშუალება, რომ მესაუბრა დღეს მასწავლებლებთან შეხვედრისას“, - აღნიშნა მინისტრმა.



მისი თქმით, ბოლო ერთი წლის მანძილზე ასამდე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა განხორციელდა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 40 ათასამდე მოსწავლე ამ ყველაფრის ბენეფიციარი. მიმდინარე წელს დაახლოებით 50-მდე სკოლის გახსნას ვვარაუდობთ. სრული რეაბილიტაციის და მშენებლობის გარდა, განვახორციელეთ 400-მდე სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციაც, რაც ასევე მნიშვნელოვანი პროცესია“, - აღნიშნა წულაძემ.

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში ახალი სკოლა აშენდა, ხოლო ზემო ალვანსა და სოფელ საქობოში ორი საჯარო სკოლა დღეს მინისტრმა გახსნა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

11:39

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა - მერაბიშვილის ბრძანებით, გორის პოლიციაში 40 ოსი მხოლოდ იმიტომ სცემეს, რომ ოსი ეროვნების იყვნენ, ვითარების ესკალაცია, დაძაბვა მიდიოდა, რაც არანაირად გამართლებული არ იყო

ცხინვალსა და გორს შორის საავტობუსო რეგულარული მიმოსვლა იყო, ერთ დღეს, მერაბიშვილის ბრძანებით, გააჩერეს ავტობუსი, ჩაიყვანეს გორის პოლიციაში და 40 ოსი სცემეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ოსი ეროვნების იყვნენ, –...

გოგა ხაინდრავა

11:27

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საგამოძიებო კომისიის მანდატი გაიზრდება, მთელ ამ აგენტურულ ქსელს თავიანთ პატრონებთან ერთად ჩამოეხსნათ ნიღაბი

„უკვე რაც გამოიხატა, ყოვლად ორაზროვანი, ერთმანეთში წინააღმდეგობაში მოსული განცხადებები და ჩვენებები რასაც ვისმენთ, ეს უკვე იძლევა საფუძველს, რომ ეს საქმე როდესაც მომზადდება, დასკვნა წავიდეს საკონსტიტუ...

ირაკლი კირცხალია

11:09

საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი: დადასტურებული ინფორმაციით, 6 აპრილს, ცხოველების მოყვარულთა გარკვეული ჯგუფი გურჯაანში, მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის რეგიონული ცენტრის დირექტორს საცხოვრებელ სახლთან პროვოკაციას უმზადებს

დადასტურებული ინფორმაციით, 6 აპრილს, ცხოველების მოყვარულთა გარკვეული ჯგუფი აპირებს გურჯაანში, საცხოვრებელ სახლთან პროვოკაცია მოუწყონ მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის რეგიონული ცენტრის დირე...

ლაშა გეგეჭკორ

11:00

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიცია რეპრესიებზე საუბრობს ბოლო 13 წელია, ავიწყდებათ თუ რა რეპრესიული მანქანა ჰქონდათ შექმნილი

ოპოზიცია რეპრესიებზე საუბრობს უკვე ბოლო 13 წელია, რაც ჩვენ ხელისუფლებაში ვართ. მათ ავიწყდებათ თუ რა რეპრესიული მანქანა ჰქონდათ შექმნილი, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...

ლევან მაჭავარიანი

10:42

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ეს ადამიანები შეშინებულები არიან, ვინაიდან იციან, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უყურებს პირდაპირ ეთერში ამ საგამოძიებო კომისიას და იქ მათ სიცრუეს არავინ აპატიებს

ეს ადამიანები არიან შეშინებულები კომისიაზე მისვლით, ვინაიდან იციან, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უყურებს პირდაპირ ეთერში ამ საგამოძიებო კომისიას, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქარ...

ლევან მაჭავარიანი