არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები დაასახელეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი დაასახელეს.

ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას განცხადებით, მესამე სექტორის დასახელებული კანდიდატები არიან:

მოქმედი სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ანა აბაშიძე და „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, აღნიშნულ სამ კანდიდატს 52 არასამთავრობო ორგანიზაცია და ჯგუფი უწევს რეკომენდაციას.

„ვფიქრობ, არასამთავრობო სექტორის მხრიდან მხარდაჭერილი კანდიდატები ნამდვილად იმსახურებენ მაღალ პროფესიონალურ ნდობას, საზოგადოებრივ ნდობას, ისინი ნამდვილად გამოირჩევიან თავისი მიუკერძოებლობით, დამოუკიდებლობით და პროფესიონალიზმით.

შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვუჭერთ მხარს ამ კანდიდატებს, ჩემი ორგანიზაციის სახელით, შემიძლია, დავადასტურო, რომ ნამდვილად ამ ადამიანებს ამ კრიტერიუმების მიხედვით ვენდობით.

იცნობს საზოგადოება მათ საქმიანობას და მათ ქმედებებს ამ მიმართულებით, შესაბამისად, ჩვენს ნდობას ნამდვილად იმსახურებენ. რაც შეეხება უკვე პოლიტიკურ პროცესებს, ორ დღეში სრულდება საბუთების მიღების ვადა და საბუთების მიღების შემდეგ იწყება ჯერ შეფასების ჯგუფის, შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესი, რაც პრინციპში არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ყველაფრის, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა შეძლონ შეთანხმება, რადგან არც ერთ სუბიექტს ერთპიროვნულად არ აქვს საშუალება, მიიღოს გადაწყვეტილება.

უნდა შეთანხმდნენ კანდიდატებთან დაკავშირებით, უნდა შედგეს კონსენსუსი და ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება, თუ შედგება შეთანხმება სწორედაც იმ კანდიდატებზე, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ.

ისინი ნამდვილად აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს“, – განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

 * "ქართველები და აფხაზები შევძლებთ ოდესმე ამ დღის ერთად აღნიშვნას?" - უჩა ნანუაშვილი

* "აფხაზეთი დავკარგეთ იმიტომ, რომ შიგნით გავაჩაღეთ სამოქალაქო ომი - ვისაც ვაწყენინე ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ესაა სიმართლე"

* გმირთა მოედანზე ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745088380

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი - კიდევ ერთხელ ვნახეთ, გერმანიის ელჩი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებში ჩაეწერა

 „კიდევ ერთხელ ვნახეთ, გერმანიის ელჩი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებში ჩაეწერა“, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. „ეს სამწუხარო მოცემ...

გურამ მაჭარაშვილი

1745082882

ახალი ამბები

ავარია ქუთაისში - დაშავებულია 5 ადამიანი

 ავარია მოხდა ქუთაისში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავდა 5 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული...

პოლიცია

1745080756

ახალი ამბები

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

1745079826

ახალი ამბები

19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა

 მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...

შუქი

1745075466

ახალი ამბები

ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი

 ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...

ინდოეთი