აშშ: „მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება“

ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 12 მარტს გამართული ეგრეთ წოდებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და მის შედეგს არ აღიარებს, - განცხადებას აშშ-ს საელჩო საქართველოში ავრცელებს.
როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში აშშ-ს პოზიცია უცვლელად მკაფიოა.
„ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ამ ფუნდამენტური პრინციპების დაცვა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა რუსეთმა აირჩია აწარმოოს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და სასტიკი ომი უკრაინაში.
შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი ხელმისაწვდომობა.“ - წერია განცხადებაში.
ასევე საინტერესოა:
🔵 შავშეთის გზაზე ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა, მათ შორის ერთი 8 წლის ბავშვია
1740813527
ახალი ამბები„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი
მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...
1740810738
მსოფლიო„ვფიქრობ, ტრამპთან ჩემი ურთიერთობა შეიძლება გადარჩეს“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართული დაძაბულ შეხვედრაზე Fox News-ის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობა შესაძლოა გამოუსწორდ...
1740809203
ახალი ამბები„აშშ-ის ადმინისტრაცია თხოვნით მისულ ადამიანს ელოდებოდა, ზელენსკისგან განდგომა დაიწყეს უკრაინაში, იქ არ არის სტაბილური მდგომარეობა, რომ მზად ყოფილიყო საქმიანი საუბრისთვის, თუ არ ექნება გარანტიები“ - გიორგი ვოლსკი
„კამათი რასაც მოჰყვა, დავინახეთ, ამერიკის ადმინისტრაცია ელოდებოდა, გარკვეულწილად, თხოვნით მისულ ადამიანს“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის ეთერ...
1740774385
ახალი ამბებიკონსტანტინე ზარნაძე: ვაშინგტონში გამართული საჯარო გამოსვლების ყურების შემდეგ ყველა მიხვდა, თუ რა ფასად შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ სამშობლოს დაცვა
თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თეთრ სახლში ამერიკელ და უკრაინელ დელეგაციებს შორის გამართუ...
1740773270
მსოფლიომარკო რუბიო ტრამპს: მადლობა იმისთვის, რომ ამერიკის ინტერესებს იცავთ - ამერიკა თქვენთანაა!
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ ოვალურ კაბინეტში მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას სოციალურ მედიაში ეხმაურება. „მადლობა, პრეზიდენტო, იმისთვის, რო...